„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოში რამდენიმე ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს და იქ არსებულ ვითარებას, სანიტარული ნორმების კუთხით, გაეცნენ.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტურისტულ ობიექტები დაბინძურებულია, რაც მათი თქმით, ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნის.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ადგილზე დაათვალიერეს არსებული სიტუაცია სენაკში - ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, მარტვილში - გოჭკადილის კანიონი, ხონში - ოკაცეს კანიონი და დადიანების სასახლე სოფ. გორდში , ასევე დაათვალიერეს ზუგდიდში, სოფელ ანაკლიის ზღვისპირა კლიმატური კურორტი,
„ოკაცეს კანიონში ასრებული ინფრასტრუქტურა კარგ მდგომარეობაშია, მის მოწყობაზე 2013-2014 წლებში 4 მილიონ 850 ათასი ლარი იქნა დახარჯული.ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერიტორიის დასუფთავებაზე პასუხისმეგებლი ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრია, ტერიტორიას ასუფთავებენ ყოველ მეორე დღეს, დანაგვიანებისათვის კი დღემდე არავინ არ დაჯარიმებულა. კანიონის ადგილზე დათვალიერებისას ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებული დაგხვდა, თუმცა ბილიკის მთელ პერიმეტრზე მრავლად იყო მიმოფანტული პოლიეთილენის ბოთლები, პარკები, ჭიქები და კონსერვის ქილები.
გორდის სასახლე - სამეგრელოს ყოფილი მთავრების დადიანების საზაფხულო რეზიდენციაა. მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე მოუვლელია. სასახლის ეზოში მრავლად არიან შინაური ცხოველები, დაბინძურებულია ბაღის თითქმის მთელი ტერიტორია, სადაც ვიზიტორები ხშირად ანთებენ კოცონს და ადგილზე ტოვებენ სხვადასხვა სახის ნარჩენებს, ბაღის ტერიტორიაზევე გადაადგილდებიან ავტომობილებითაც.
გოჭკადილის კანიონი — ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში. გოჭკადილის კანიონში ვიზიტორთა ცენტრი არ არის მოწყობილი, გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თვითნებურად არის აშენებული და მათი უმეტესი ნაწილი მოუწესრიგებელი კვების ობიექტებია. კანიონის მიმდებარედ სულ 5 სანაგვე ურნა დგას. როგორც ადგილობრივებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ტერიტორიას პერიოდულად ასუფთავებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, კანიონის მთელი ტერიტორია დაბინძურებულია.
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ამ ადგილას IV-VIII საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს (დასავლეთ საქართველო) დედაქალაქი. ნაკრძალის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან ცხოვრელები (ძაღლები, ძროხები, თხები), მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულია შუშისა და პოლიეთილენის ბოთლები და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. არ არის დამონტაჟებული სანაგვე ურნები.
ანაკლია — სოფელი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ანაკლიაში ბოლო წლების განმავლობაში აშენდა რამდენიმე სასტუმრო, მოეწყო ბულვარი ზღვის სანაპირო ზოლზე, პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებები. გარდა სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიისა, ბულვარი და სანაპირო ზოლი არ სუფთავდება, არ დგას სანაგვე ყუთები, დაზიანებულია გარეგანათების ბოძები და ბულვარში დარგული პალმები. ნაპირზე მრავლად არის სხვადასხვა სახის ნარჩენები, ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ძროხებიც“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ გავრცელებუ ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში იმ რისკებსა და საფრთხეების შესახებ საუბრობენ, რაც შესაძლოა, ნარჩენების მართვის სისტემის არარსებობამ გამოიწვიოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე უნდა აშენდეს ვიზიტორთა ცენტრი, რათა დამთვალიერებელბმა მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურება. ვიზიტორთა ცენტრის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ტურისტებისა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავების სტატისტიკური მონაცემების აღნუსხვა, უზრუნველყოფილ იქნება მათი უსაფრთხოება და ასევე დამთვალიერებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლბა მიიღონ გიდის მომსახურება და იქირაონ საჭირო ტურისტული აღჭურვილობა.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ტურისტულ ობიექტებზე უნდა ამოქმედდეს გარემოსდაცვითი ღონისძიებები, განთავსდეს სანაგვე ურნები, უნდა მოხდეს ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება.
http://www.info9.ge/sazogadoeba/128540-sae...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo