#45679900 · 14 Sep 2015, 22:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლეპტოპი დავშალე, დაშლამდე რა თქმა უნდა ბატარეა ამოვიღე, გავწმინდე ლეპტოპი, არც ზედმეტი ნაწილები მომრჩა და არც რაიმე გამიტყდა, მაგრამ ამის შემდეგ ბატარეა არ მუშაობს.
ბატარეას როცა ამოვიღებ ვინდოუსი აჩვენებს რომ ბატარეა არ არის, როცა ჩავდებ ბატარეას, აჩვენებს რომ ბატარეა არის, მაგრამ ფუნქცია არ აქვს, დამტენის გამოძრობის შემთხვევაში პირდაპირ ითიშება ლეპტოპი.
თავიდან დავშალე, შევამოწმე და არანაირი დარღვევა არ იყო, მე ვერაფერს ვხვდები. ერთადერთი ის ვიცი რომ წლებია ბატარეა არ ყოფილა ამოღებული ამ ლეპტოპიდან და იქნებ ამის გამო მოუვიდა რაღაც თვითონ ბატარეას, არ ვიცი შეიძლება სულელური მოსაზრებაა, მაგრამ სხვა ვერაფერს მივხვდი.
იქნებ რამე მირჩიოთ, წინასწარ დიდი მადლობა.
|