ვფიქრობ ბევრს ექნება ჩემნაირი პრობლემები, რომლის გამოსწორების ძიებაშიც 1 კვირა ვიყავი.
ელიტ ელექტრონიქსი ყიდის ამ ნოუთბუქს 500 ლარად (სხვები ცოტა ძვირად), ამაზონიდან რომ გამოიწერო დაგიჯდება 550 ლარი, ამიტომ ბევრი ჩემი მეგობარი ვიცი, ვინც იყიდა და იგივე პრობლემები ჰქონდა.
საქმე იმაშია, რომ ლეპტოპს მოყვება ვინდოუს 8.1, რომელიც არის რუსული (საქართველოში რაც შემოდის ყველა რუსულია) სინგლ ლენგუიჯ ვერსია და ვერანაირად ვერ დააყენებ ლენგუიჯ პაკს, ამიტომ პირველივე რაც გავაკეთე იყო ვინდოუსის გადაყენება, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი.
ბიოსში boot ის ორი საშუალება გაქვს, UEFI და LEGACY, უეფითი ვერანაირად ვერ დავანახინე ფლეშკა, ამიტომ გადავაყენე ლეგასით.
პრობლემები:
1) თაჩფადი ხან მუშაობს ხან არა და თუ მუშაობს დრაივერი არ ყენდება და არანაირი სქროლი და არანაირი გესტურები,
2) დრაივერების ან პროგრამების დაყენების დროს (ძირითადად) იყინება და მხოლოდ გამორთვის კნოპკაზე რამდენიმე წამით დაჭერა შველის და მერე ახლიდან ჩართვა
3) ირთვება ძალიან ნელა
4) სლიფ (დაძინება) არ მუშაობს, ლეპტოპის დახურვის ან სლიფზე დაჭერის შემთხვევაში აღარ ირთვება და გიწევს ისევ გამორთვის კნოპკაზე დიდი ხანი დაჭერა და ახლიდან ჩართვა
ეს არის ძირითადი პრობლემები რაც ჰქონდა, ამის გარდა ბევრი სხვა მრავალი პრობლემა იყო.
არ ეცადოთ გამოსწორება ამ ყველაფრის, აზრი არ აქვს..
საქმე იმაშია, რომ ბიოსს მხოლოდ შეუძლია იმ ვერსიის ვინდოუსის UEFI მოდით ჩაწერა, რომელიც თავიდან მოჰყვა.
გამოსავალი:
გადმოწერეთ Windows Media Creation Tool
აირჩიეთ ენა, აირჩიეთ ვერსია (ამ შემთხვევაში Windows 8.1 Single Language)
აირჩიეთ ბიტი (ამ ლეპტოპისთვის რეკომენდირებულია 64 ბიტიანი ვერსია)
აირჩიეთ აისო ფაილი და გადმოწერეთ.
რომ გადმოიწერს დააყენეთ პროგრამა Rufus
მიყევით ამ ინსტრუქციას
http://www.eightforums.com/tutorials/15458...te-windows.html შემდეგ გააკეთეთ ეს
http://www.pcsteps.com/627-install-windows...ut-product-key/ (დაინსტალირების დროს აქტივაციას რომ აცდეთ)
დააყენეთ ჩვეულებრივ, გაააქტიურეთ ვინდოუსი და შემდეგ გაუკეთეთ განახლება ვინდოუს 10ზე.
ამის შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ იქნება, ჩემი საათივით მუშაობს : )
იმედია ვინმეს დაეხმარება ეს პოსტი, მე ძალიან დიდი ხანი ვეძებდი გამოსავალს.