#45700396 · 17 Sep 2015, 02:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაზე დიდი მადლი არ არსებობს, არც იყო და არც იქნება. აი მთელი ცხოვრება ეგ გრძნობა მღრღნის ამის დედა ვატირე რა..ხომ შეიძლება უფრო უკეთესი სამყარო შევქმნათ მათთვის?..მათთვის რა..იგივე ჩვენთვისაც. მაგის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს რომ ჩვენც იგივე სიტუაციაში ჩავვარდეთ, რაშიც ამჟამად ნებისმიერი გაჭირვებული და ცუდ დღეში მყოფი ადამიანი არის. ხედავთ?! ისევ ეგოიზმიდან გამომდინარე ვიძახი )) მარა ასეა! სანამ შენ ვერ შიგრძნობ მანამდე რთულია ამის გათვითცნობიერება..ან შეგნებული ადამიანი უნდა იყო დაბადებიდანვე, რაშიც ძალიან მოვიკოჭლებ პირედად სერიოზული პრობლემები შემექმნა ერთ დღეს არ მახსოვს ზუსტად რა თვე და რიცხვი იყო. მაგრად დამენძრა რა, გინდა ფინანსურად და გინდა მორალურად. ძალიან ცუდ დღეში ჩავარდი. ნუ დეპრესნიაკი როგორც ასეთი არ მახასიათებს, თუმცა თავი მაგრად მიგდებულად ვიგრძენი, მაგ დროს რაღაც თავის შესაქცევს ვეძებდი ხოლმე, ან ენციკლოპედიას ვათვალიერებდი ისე ლატარიის პონტში ავირჩევდი, კარადიდან გამოვიღებდი, გადავფურცლავდი სიტყვაზე 123-ე ფურცელს და ამოვიკითხავდი აზიაში რაღაც ტბას, თავის ფაუნით, ფლორით, გარშემო მყოფი დასახლებით, ეთნოსით...იქ რაღაც "დათაგულს" ვიპოვნიდი, ცხოველის სახეობას ან სახელგათქმულ ქარხანას, რაც ახლოს მდებარეობდა..მერე კიდევ უფრო რომ ვუღრმავდებოდი, მივდიოდი იმ აზრამდე რომ ორი ხელი მქონდა და მუხლიც მიჭრიდა. პრობლემა არ იყო არაფერი რასაც ვერ გადავლახავდი. რა მქონდა საწუწუნო? არადა გამოჩნდნენ ადამიანები ვინც სერიოზულად დამეხმარნენ და ისე უსიტყვოდ არავისთვის არ უთქვიათ. ვისაც გაქვთ საშუალება, ცოტათი მაინც დაფიქრდით და თავი მათ სიტუაციაში წარმოიდგინეთ ვისაც ყველაზე მაგრად უჭირს ახლა. ხალხნო სხვანაირად არ და ვერ გამოვა ვერაფერი! შანსი არაა! 0-ზეროა ყველაფერი ამის გარეშე. ყველანაირი პოლიტიკური ძალის დედა #####ან და ###### ყველაფერს რასაც პიარი ახლავს. ფუყეა ძალიან, არაფრის მომტანი. მთავარია ადამიანური თანაგრძნობა და ოჯახი. ძალიან კარგი პრეცედენტია ფორუმზე, როდესაც ფორუმელებს ეხმარებით და ხელს უწვდით. აუცილებელია ეს რადგან, უფალმა და ბუნებამ ჩემი აზრით იმისთვის გაგვაჩინა რომ ყველაზე მაგრად გაჭირვებულებს გავუწოდოთ ხელი. აბა რა ფუნქცია გვაკისრია გარდა იმისა რომ სტომაქი ამოვიყოროთ ნიგვზიანი ჩახოხბილით ან შაურმით?! წარმატება? ოკ ბაზარი არაა. წარმატებული ადამიანი ოქროს ფონდია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რაზეა ლაპარაკი. მათხოვარი ხელს რომ გაგიწვდით ნუ შეხედავთ მას როგორც უმაქნის არსებას, ან მომაბეზრებელ "ენოინგ" ტიპს. ყოველთვის წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. ყველას ჰქონია რთული მომენტი ცხოვრებაში. დაეხმარეთ მას, არა აქვს მნიშვნელობა ოცი თეთრი უნდა თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს მკურნალობა. (რათქმაუნდა შეძლებისდაგვარად). მიიღეთ სიამოვნება ამაში რომ ამარცხებთ ადამიანის უკიდურეს გაჭირვებას, როგორც ჩაგრავს ამაოება და უსამართლობა, აი ზუსტად რომ ამ ყველაფრის ჯინაზე გაეცით მადლი. დამიჯერეთ ამას რაც უფრო უსიტყვოდ და პომპეზურობის გარეშე გააკეთებთ, არავის რომ არ ეტყვით და არ გააზიარებთ სადმე..უფრო მაგრად იკაიფებთ. ამაზე მაგარი "კაიფი" არაფერია. ვიღაც არის ლოგინად ჩავარდნილი, ვიღაცას ბანკი ახრჩობს, ვიღაცას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგი ფიზიკურად არის დავრდომილი...მილიონი შემთხვევაა ამის. რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემ უფრო მეტ სიკეთეს მოიმკი. ნუ ელოდებით სამაგიეროს ან ღმერთისგან ან რაიმე ძალისგან. გააკეთეთ ეს ყველაფერი ისე რომ ამაში კაიფი მიიღოთ. თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ ეს პირველ რიგში. და ყველაზე მაგრად ის რომ ადამიანი რომელსაც ხელი გაუწოდეთ ის იქნება კმაყოფილი.
არ მიიღოთ ისე ჩემი სიტყვები როგორც ჭკუის დარიგება. ან მე ვინ ვარ რომ ჭკუა დაგარიგოთ. ყველას თავის ცხოვრება გაქვთ და არავინ არ გავალდებულებთ. მითუმეტეს ძალიან ბევრი რამ მაქვს შესასწავლი ცხოვრებაში და პირველ რიგში საკუთარ თავზე სამუშაო. თუმცა დამეთანხმებით ალბათ ყველა, მიუხედავად ყველანაირი იდეოლოგიისა და მსოფმხედველობისა რომ ცხოვრების და საერთოდ სიცოცხლის მთავარი აქსიომაა ადამიანის გადარჩენა
მე პირადად ეგ აზრი "დავიჭირე" ცხოვრებაში, კონკრეტულად ამ მოცემულ პერიოდში და კიდევ უკეთესი თუ გაქვთ რამე დაწერეთ
|