ეს ბოლო დღეებია ამ განყოფილებაში ხშირად შემოვდივარ,მანამდეც ვიცოდი და განაგონი მქონდა როგორ დადიან საქართველოში გზებზე,მაგრამ ქაჯობების თემაში თავმოყრილი ვიდეოების ნახვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოკლედ სასწრაფოდ გასაკეთებელია ორი რამ.
ერთი: მართვის მოწმობის აღებისას,პრაკტიკის ჩაბარება უნდა მოხდეს ქუჩაში.ბოლო ერთი თვეა იტალიური მართვის მოწმობის აღებაზე დავიწყე ფიქრი და უბნის ავტოსკოლებს დავუარე,პირობების გასარკვევად.როგორც აღმოჩნდა მინიმუმ 6 ლექცია უნდა გაიარო პრაკტიკის,თუ მასწავლებელი ჩათვის რომ ტარება იცი.მერე მოგცემს სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატით დაგიშვებენ პრაკტიკის გამოცდაზე.შეიძლება ტარება არ იცი და საგამოცდო მანქანა დაამტვრიო,ან ვინმეს დაეტაკო

გამომცდელი დაგატარებს ქუჩაში და გისვამს ჩამჭრელ შეკითხვებს,შეიძლება აკრძალულში მოგთხოვოს გამიჩერეო,გააჩერებ და მორჩა.ან ისეთზე სადაც მართლა შეიძლება გაჩერება,არ გააჩერებ და მანდაც კანეცია.მარჯვნიდან გადაასწარიო და ა.შ სიტუაციიდან გამომდინარე.ის ვინ არ იცის ნიშნები და წესები აუცილებლად ჩაიჭრება.
მეორე და მთავარი: მართვის მოწმობა უნდა გახდეს ქულობრივი.ახალ მართვის მოწმობას მოყვება 20 ქულა.წელიწადში ერთხელ გემატება 2 ქულა.ხოლო დარღვევაზე ფულად ჯარიმასთან ერთად გაკლდება.
ყველა დარღვევაზე სხვადსხხვა ქულაა.მაგ: ღვედის არ გაკეთებაზე 2 ქულა.უწყვეტის გადაკვეთაზე 3.წითელზე გავლაზე 3 ა.შ სია დიდია.პლიუს ფულადი ჯარიმა (ეგენი ზუსტად არ მახსოვს რამდენია).თუ თქვენ ამოწურავთ ოცივე ქულა,მართვის მოწმობას კარგავთ ავტომატურად და ხელახლა მოგიწევთ ჩაბარება.ჯარიმა კი ცუდია მაგრამ მისთვის ვისაც ფული არააქვს.ხოლო ვისაც ააქვს და კიდია ჯარიმა ის ბლომადაც არღვევს,აი მართვის მოწმობის ხელახლა ჩაბარება კი სხვა თემაა,ფული აღარ შველის მანდ.
ერთი სიტყვით აქ ეს სისტემაა.7 წელია აქ ვარ.4 ია მანქანით დავდივარ და ამ ხნის მანძილზე მე ჯერ არ შევსწრებივარ და არ მინახავს ავარია რომელსაც მსხვერპლი მოყვა.5 მილიონიანი ქალაქია და მინიმუმ 2 მილიონი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ყოველდღიურად.