კახა კახიშვილი: უგულავა საპყრობილეს ვერ დატოვებს !
15-09-17 12:17:17 | ამობეჭდვა
კახა კახიშვილი: უგულავა საპყრობილეს ვერ დატოვებს !
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, უწყების განცხადებით:
-" სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა, მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით, შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით.
ნებისმიერი ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოხდა ამ განჩინებით განსაზღვრული აღკვეთი ღონისძიების სახის (პატიმრობის) შეცვლა/გაუქმება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენს მხარეს, რომელიც უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე, სასჯეღასრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები.
http://tb24.ge/index.php/politika/item/160...%83%91%E1%83%A1
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...