#45703560 · 17 Sep 2015, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგ სუფრიდან არაფერი აიღო! მაგ სუფრიდან წუხელ გასცეს უფალი! ქრისტეს მცნება ვინაც ყურად არ იღო, არ ასცდება იუდას ნასუფრალი! ზოგი მამლის ყივილამდე გიგანებს! ზოგი ისევ ამჯობინებს ავაზაკს! მე კი მხიბლავს შენი ზვრების სიგანე, სიცოცხლე, რომ ასე გამილამაზა! გაიცინე, როცა გიმზერს ჯალათი! გაიცინე, როცა უმზერ არქიფოს! არაფერი დაიჯერო ამათი! ოცდაათი ვერცხლიც ამათ ათქვიფონ! როგორ ახლოს მოფრენილან სვავები! ეს კანკელიც შინაურმა დალეწა! რატომ იტანს ფილაქანი სამების ღვთის ტაძრში შემოპარულ გარეწარს? ბუღა-თურქიც უნდა მკერდით გათელო, თუ ცრემლები საქართველოს გამოგდის! ეს მსტოვრებიც მოინელე ქართველო! ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი!
|