პროცესს ჩვეულებრივად ვიწყებ...
რა ეძგერა არ ვიცი
ვიღებ ლიპტონის ჩაის..
ვიღებ ჭიქას და ამ ლიპტონს ვაგდებ ჭიქაჩი.. (ძაფის ბოლოს კი ჭიქის გარეთ

)
შემდეგ ვადუღებ წყალს..
მომაქვს მაგიდასთან და ვასხამ ჭიქაში..
მერე ვკიდებ ძაფის ბოლოს ხელს..
ერთი'ორი თესლი პატარა ამორტყმა (ხელით) და ჩაი მზადაა..
შემდეგ ვჯდები ლეპტოპთან და შევდივარ გუგლში..
ვსერჩავ: Bread and butter

ვიწერ რამდენიმე სურათს (მაქვს ამის ფუფუნება რომ რამდენიმენაირ სურათს ვუყურო ჩაის დალევის დროს) ...
ჩაიდანს მაგიდაზევე ვტოვ (წყალი რაშიც ავადუღე)..
შემდეგ ზედ 'ვაყრდნობ' ამ ფოტოებს და გეახლებით გემრიელ ვახშამს (მხოლოდ ერთხელ ვჭამ დღეში.. ღამის 2-3 საათზე.. ჩემი ვახშამია ეს) ...
შემდეგ რაც გაითხვარა ((თეფში (რაზეც ჭიქა იდო), კოვზი და ჩაიდანი მიმაქვს ეზოში (ჩვენთან მდინარე ჩამოდის) და ვრეცხავ იქ.. შემდეგ ამომაქვს უკან და (კარგად მოგეხსენებათ) როგორც მნიშვნელოვან ქონებას, შემოსასვლელში ვაწყობ ფეხსაცმლის (კარდონის) ყუთზე (რომ ქონება ჩანდეს მაინც.. ხომ გესმით..) ... დამრჩა ლიპტონის 'ძაფი'.. ამას ვკიდებ შემოსასვლელში დარჭობილ ჯოხზე (ერთი სამხედრო ზედა მაქვს.. კაი რაღაცაა.. ზამთარში თბილია ზაფხულში გრილი) და ზედას რაზეც ვკიდებ ხოლმე იქ დავკიდე ეს ლიპტონი (კიდევ 20-30 ჯერ გამოვიყენებ)... ძაფის ბოლოში რომ ქაღალდია იმით ჩავარჭე ამ ჯოხში (ჯოხი ზემოთ 'დანაპრალებულია'.. და ეს ძალიან მოსახერხებელია ხანდახან ძალიან მადგება... ისე კი.. გამოსაცვლელია ეს ჯოხი.. მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მაქვს ამის საშუალება და იმედია რომ რამდენიმე თვეში ამასაც მოვახერხებ და მტრებს გულებს დავუხეთქავ

)
ამის შემდეგ, მივდივარ მაგიდასთან (ამასობაში დრო გავიდა და რაც მაგიდაზე იყო მინარჩენი, გახმა/გაშრა..) და სადმე თუ რამე დიდი ლაქაა, მივაფურთხებ და ხელს/თითს ვუსმევ.. (სამწუხაროდ მაგიდის საწმენდის ფუფუნება არ მაქვს.. (წინა კარგი საწმენდი იყო.. მაგრამ მხოლოდ 7 წელი გაძლო) შეიძლება გაგიკვირდათ იმ სიმდიდრის ფონზე, რაც შემოსასვლელში მიწყვია.. მაგრამ.. რას ვიზამთ.. ყოველთვის ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს..

)
შემდეგ გავდივარ ეზოში და მეზობლის კონდიციონერიდან ჩამოსული წყლით ხელებს ვიბან..
(მიუხედავად ჩემი სიმდიდრისა.. შემოსასვლელში... ესეც გაგიკვირდებათ ალბათ..) ხელსახოცის ფუფუნება არ მაქვს.. ამიტომ მეზობლის ფეხის საწმენდზე შევიწმინდე ხელები (კარგი ფეხის საწმენდი აქვს მაგ ოხერს.. მახსოვს ჩემს მშობლებს (ისინი კარგად ცხოვრობდნენ) ზუსტად ეგეთი ტანის გასამშრალებლად ჰქონდათ.. (ეჰ.. რა არის ცხოვრება.. დღეს გაქვს.. ხვალ არა გაქვს...)
მოკლედ..
გავიწმინდე ხელები და შემოვედი სახლში.. (მაგრამ ბინძური არ გეგონოთ.. ჩარჩოზე კარგად დავიფხიკე ფეხსაცმელები და ისე შემოვედი... ისე.. ეგ ჩარჩოც ჩავიდა სულ დაბლა.. გაცვდა.. მახსოვს ბაბუაჩემი მიყვებოდა რომ მისი ბაბუა ამ ჩარჩოს ახალს მოესწრო და მასმერე თაობები ვიფხეკ'თ ფეხებს და მაინც დღესაც არსებობს და დღესაც/დღემდე ცვდება - და ვერ ცვდება.. ჩარჩო რომ გიერთგულებს, ისე ძმა არ გიერთგულებს.. აეგარი რა...)
ხოდა შემოვედი, ავანთე სინათლე (ჩემი ეკონომიური ნათურაც #####ან), და შემოვვარდი ისევ ჩემი 2007 წლის ფაირფოქსის ვერსიით ამ ფორუმზე და მაწყუხებს ჩემი ერთი ახალი პრობლემა (ზოგადად'ზოგად საკაცობრიოა მაგრამ ამ შემთხვევაში და ამ თემაში - მხოლოდ მე მეხება)..
ეს პრობლემა არის ვაიფაიზე პასვორდის დადება..
ვიღებ ვაიფაი'მოდემს..
ვიღებ მარილს და წიწაკას.. ზეთსაც.. (ზეთი ჩემი გამოხდილია <3 )
და ვიწყებ..
თუ არა.. არა..
ავირიე..
ვიღებ ვაიფაი'მოდემს.. ამოვაბრუნებ და ვაკვირდები დედალია თუ მამალი..
და რომ გავარკვიო (წვრილი შრიფტით წერია) ამისთვის მომაქვს გამადიდებელი..
და რა ხდება..
თურმე ჩემი ვაიფაის აიპი (რაც უნდა ჩავწერო საიტის ჩასაწერში და შემდეგ უდნა ამომიგდოს რაცხა'იმდერი რაღაცეები და მივყვე.. ლოგიკურად.. პასვორდის დადებისთვის.. ხომ..) რომ გავშიფრე ჩემი ვაიფაი ყოფილა ტრანსბერგერი..
ხოდა ამის გამო, რომ ამოვწერ'ჩავწერ, ისე აკეთებს თითქოს არ'არსებულ საიტზე შევდივარ..
იმის მაგივრად რომ შემდეგი და შემდეგი ეტაპები ამომიყაროს (იმისთვის რომ პასვორდი დავზდო ჩემს Wiფიიიიიიზე)
ვინც დამეხმარება, მას, ჯუვე (ეს ### იუზერი) ჩაურიცხავს 10 ლარს ვაიფაიზე...