დღეს მე და ჩემი მეუღლე ამოვდიოდით სადარბაზოში და დაგხვდა ასეთი სიტუაცია :
მთვრალი კაცი ეგდო პირველი სართულის კიბეებზე და შუბლიდან სისხლი მოსდიოდა.
ნუ როგორც კი დავინახე, მივვარდი და ვეცადე გამომეფხიზლებინა.
გონზე არ იყო, მაგრამ პულსი უცემდა. ჩემმა ცოლმა მაშინვე სასწრაფოში დარეკა.
არა და ჩვენამდე დავინახე 2 გოგო შევიდა სადარბაზოში და როგორც ჩანს დაიკიდეს ეს კაცი.
ხოდა სანამ სასწრაფოს მანქანა მოვიდოდა, სახლიდან სკამი, წამლები და წყალი გამოვიტანეთ,
ძლივს გამოვაფხიზლე, ძლივს დავსვი სკამზე ამ სიმძიმე კაცი, სისხლი მოვწმინდეთ, სველი ტილოები დავადეთ ჭრილობაზე
და ჩვენი ფაცაფუცის გაგონებაზე პირველი სართულის მეზობელიც გამოვიდა ქოშინით
და ამ კაცის დანახვაზე ჟესტით მიმანიშნა ყური ახლოს მოსწიეო, ხოდა მივწიე და ეს ქალი მიჩურჩულებს :
''გოჩა მეტყოდა ხოლმე : სექსიი აბა თქვი და მე კიდე ვეტყოდი : ო სექსი, სექსიი მეთქი. თან იცი რა მითხრა გოჩამ ?
შენაო ჩემი ცხოვრება ხაროო. ბრწყინავო, ანათებო. ჩემი სიყვარულის ემბლემა უნდა გახდეოო.''
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «