#45612696 · 7 Sep 2015, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1iani თეფში და არა თებში საჭიროა სატელიტური(კოსმოსიდან) სიგნალის მისაღებად და არანაირი კავშირი არ აქვს ციფრულ საეთერო მაუწყებლობასთან. თუ თეფში ერთზე მეტია, ან ერთ თეფშზე რამდენიმე თავაკია("გალოვკა"), მაშინ საჭიროა დისექი მათ გასაერთიანებლად ერთ კაბელში. თეფში რაც დიდია, მით უფრო კარგი მიღება ექნება უამინდობისას. ასევე რამდენი ტელევიზორიცაა იმდენ გამომსვლელიანი თავაკია საჭირო და იმდენივე რესივერი.
QUOTE | ინტენეტ TV ბოქსები რომ არის ცუდი რამეა? |
TV ბოქსები ანდროიდზე კარგი რამეა, ბრაუზერი გექნებათ, თამაშები, ფილმებს უყურებთ, მაგრამ ინტერნეტ ტელევიზია ჯერჯერობით ბევრად ჩამორჩება ხარისხით სატელიტურს.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|