#45742296 · 21 Sep 2015, 21:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაის 3 მილიონი 65 მილიონი 65 მილიონი....
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ბიუჯეტიდან 65 144,8 ათასი ლარი გამოეყო 17:09 21-09-2015 ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ბიუჯეტიდან 65 144,8 ათასი ლარი გამოეყო "თბილისი - 2015" ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ბიუჯეტიდან 2015 წელს სულ გამოეყო 65 144,8 ათასი ლარი. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ოლიმპიური ფესტივალის საერთაშორისო დონეზე გაშუქებისა და პოპულარიზაციისათვის დამატებით გახდა საჭირო 3 118,3 ათასი ლარის მობილიზება. აღნიშნული თანხა გამოიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 სექტემბრის №2003 განკარგულებით, რომელიც უკვე ასახულია ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტში და შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს ამ თანხის გადარიცხვას. როგორ მერიაში აცხადებენ, რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებებს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, მიმდინარეობს აღნიშნული დავალიანებების დაზუსტება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი სრულად დაფარვა.
This post has been edited by vefxvi on 21 Sep 2015, 21:21
|