#45719144 · 19 Sep 2015, 00:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
" თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №0/00000 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ვალი ვალაძეს (პ/ნ 0000000000) დაეკისრა თანხის გადახდა.
სააღსრულებო ფურცლის სისრულეში მოყვანის მიზნით, გთხოვთ მოხსნათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ №0000მომართვით დადებული ყადაღა და არ გაითვალისწინოთ მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა მოვალის ვალი ვალაძეს (პ/ნ 0000000000) ანგარიშებზე და წარმოგიდგენთ საინკასო დავალებას მოვალის საბანკო ანგარიშებიდან თანხის უდავო წესით ჩამოჭრის შესახებ.
გთხოვთ, აიყვანოთ აღნიშნული საინკასო დავალება კონტროლზე 250 ლარის ფარგლებში.
დანართი: "2" ფურცლად,
1. #0/00000 სააღსრულებო ფურცელი (ასლი)
2. #00/000 საინკასო დავალება
პატივისცემით,
აღმასრულებელი
........... "
აი ასე ხდება ინკასოთი თანხის ჩამოჭრა ყადღა თუ არ მოიხსნა თანხა ვერ ჩამოიჭრება და ანგარიშიდან ვერ წავა ვერსად ამიტომ გადაამოწმე ჩამოჭრის მერე ანგარიშებზე გადევს თუ არა ყადაღა კიდევ, ზოგადად ასეა წესი და თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევასთან არის საქმე ეგ არ ვიცი, ასეა და ასე ხდება, ასე იჭრება. თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ საარსებო მინიმუმს უთავისუფლებს აღმასრულებელი ყადაღისგან მოვალეს, 150 ლარს ყველა ვარიანტში გაატანს ანგარიშიდან კრედიტორმა სულ რო ფეხები გააფიჩინოს. : ))
|