არსებობს ავადმყოფურ ფსიქიკურ მდგომარეობათა მკურნალობის მრავალი განსხვავებული მეთოდი . დღევანდელ თემაში გაგაცნობთ გამოჩენილი ფსიქოთერაპევტის ფრანკლის ცნობილი ე.წ . პარადოქსული ინტენციის მეთოდი.
ამ მეთოდის მეშვეობით ხდება ადამიანში საკუთარი თავისაგან განყენების მობილიზაცია და ამით მიიღწევა განკურნება , ხშირად ისეთ შემთხვევებშიც კი სადაც ყველა სხვა სახის მკურნალობა უშედეგოა . მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს , რომ ფობიით (ანუ აკვიატებული შიშით ) ან ნევროზით დაავადებულ პაციენტს ფსიქოთერაპევტი ავალებს მოინდომოს ან განახორციელოს სწორედ ის , რისიც მას ეშინია , ან ის ,რაც მას ისედაც აკვიატებული აქვს . ( აქედანაა მეთოდის სახელი -პარადოქსული , წინააღმდეგობრივი მიმართულება იმაზე , რასაც გაურბიხარ ) მაგალითად პაციენტ ქალს , რომელიც მძიმე კლაუსტროფობიით იტანჯებოდა ეშინოდა ლიფტის , ყოველგვარი ტრანსპორტის , თეატრის , რესტორნის -მისმა მკურნალმა დაავალა სპეციალურად ეძებნა სიტუაციები , რომლებიც იწვევდნენ კლაუსტროფობიის შეტევას და მოენდომებინა ის , რისაც მას ეშინოდა , კერძოდ სულის შეხუთვა . ასე მაგალითად იგი უნდა შესულიყო ლიფტში და ეთქვა საკუთარი თავისთის : '' აი , აქ კი ნამდვილად დავიხრჩობი !'' ასეთი მეთოდით ორი დღის მკურნალობის შემდეგ ეს ქალი უკვე ყოველგვარი სიძნელეების გარეშე შედიოდა ლიფტში და ავტობუსში , ხოლო ნახევარი წლის შემდეგ - უკვე მეტროშიც და საბოლოოდ განიკურნა .
მეორე შემთხვევა : 9 წლის ბიჭის მშობლები ძალიან ღელავდნენ იმის გამო , რომ იგი ყოველ ღამე შარდავდა ლოგინში. მათ მიმართეს ფსიქოთერაპევტს და უამბეს მას , რომ ყოველი ღონე სცადეს - ჯერ არცხვენდნენ ბიჭს , მერე ყურადღებას არ აქცევდნენ , ბოლოს სცემეს კიდეც , მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. მაშინ ექიმმა უთხრა ბიჭს , რომ 5 ცენტს მისცემდა მას ყოველ ღამეში , რომლის დროსაც იგი ლოგინს დაასველებდა . ბიჭი დარწმუნებული იყო რომ მალე გამდიდრდებოდა თუმცა მან მხოლოდ 10 ცენტის შეგროვება მოახერხა . ბიჭს ვერ გაეგო რა ხდებოდა -ადრე ხომ ეს მისთვის ძალიან ადვილი იყო ?!
ფრანკლი აღნიშნავს , რომ სასურველია პარადოქსული მიზანი რაც შეიძლება იუმორისტული სახით იყოს ჩამოყალიბებული , რადგან იუმორი იძლევა ყველაფრისგან , მათ რიცხვში საკუთარი თავისაგან განყენების შესაძლებლობას , ხოლო როცა ადამიანი საკუთარ თავს გვერდიდან უყურებს , მას უჩნდება შესაძლებლობა კონტროლი მოიპოვოს საკუთარ თავზე . ასე , რომ იუმორი არც ისე სახუმარო საქმეა.
მესამე შემთხვევა :ვინმე სპენსერ . ფ სწერდა ფრანკლს , რომ იგი განეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს , რომლებსაც არ სჯეროდათ ფსიქოთერაპიისა და კერძოდ პარადოქსული ინტენციის მეთოდის ეფექტურობის . მოხდა ისე რომ ერთხელ როდესაც იგი საჯაროდ უნდა გამოსულიყო , მან შენიშნა , რომ მთლად გაოფლიანებულიყო , მას შეეშინდა , რომ ამას სხვებიც შეამჩნევდნენ და ამის გამო როგორც ხშირად ხდება ხოლმე კიდე უფრო გაოფლიანდა . აქ მას გაახსენდა დოქტორი ფრანკლინის პარადოქსული ინტენციის მეთოდი და გადაწყვიტა ეცადა იგი. მან უთხრა საკუთარ თავს : ''მიდი სპენსერ , აჩვენე კოლეგებს , როგორ უნდა გაოფლიანება , არა ასეთი კი არა , როგორც ახლა , არამედ ბევრად უფრო ძლიერი !'' რამდენიმე წამში მან იგრძნო , რომ კანი უშრებოდა......სპენსერი . ფ გაოცებული იყო ასეთი დაუყოვნებელი შედეგით იმ მეთოდისა , რომელსაც მას არ სჯეროდა.
როგორია ამ მეთოდის მუშაობის მექანიზმი? ფრანკლი ასე ახსნის მას : ნევროზის დროს ავადმყოფს სურს თავი აარიდოს აკვიატებულ მდგომარეობებს და მიმართავს ძალისხმევას მის დასათრგუნად . მაგარამ ეს ძალისხმევა მხოლოდ აძლიერებს აკვიატების ზეწოლას . ასე იკვრება წრე . პარადოქსული ინტენცია სწორედ ამ დახშულ წრეს არღვევს შიგნიდან.
ასე იყო პაციენტი ქალის შემთხვევაშიც , რომელსაც იმდენად ძლიერი ტრემორი (კანკალი) ჰქონდა , რომ ჭიქა წყალს ვერ იჭერდა ხელში დაუქცევლად . მისი მცდელობა -არ ეკანკალა , მხოლოდ აძლიერებდა კანკალს . მისმა მკურნალმა გადაწყვიტა პარდოქსული ინტენცია გამოეყენებინა : '' ქალბატონო მ. , კანკალში შეჯიბრება ხომ არ მოგვეწყო ?! ქ-ნი მ :''როგორ გაგიგოთ ?'' თერაპევტი :'' '' ვნახოთ ჩვენს შორის რომელს შეუძლია უფრო სწრაფი და ხანგრძლივი კანკალი ''. ქალბატონი ;'' არ ვიცოდი თქვენც თუ გაწუხებდათ კანკალი '' , თერაპევტი : '' არა რასაკვირველია , მაგრამ თუ მოვინდომე მეც შემიძლია '', პაციენტი : '' თქვენ ჩემზე უფრო სწრაფად გამოგდით (სიცილით ეცადა აეჩქარებინა კანკალი ) თერაპევტი : '' უფრო ჩქარა უნდა იკანკალოთ '' პაციენტი გაჩერდა ,: '' არ შემიძლია '' და გავიდა სამზარეულოში , აიღო ფინჯანი ყავა და დალია , ისე რომ წვეთი არ დაუღვრია .
პარადოქსულ. ინტენციის მეთოდი წარმატებით გამოიყენება უძილობის , იმპოტენციის მკურნალობისას და კიდევ ბევრ სხვა შემთხვევებში . თუმცა აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ალღოს , მის ტაქტს . მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ყოველგვარი მკურნალობის გარეშე , თვითონ , გაუცნობიერებლად მიაგნებენ და წარმატებით იყენებენ ხოლმე პარადპქსული ინტენციის მეთოდს .
* * *
პ.ს სათაური შემეშალა ინტენცია
* * *
This post has been edited by Sally11 on 19 Sep 2015, 22:34
მიმაგრებული სურათი