#45773854 · 25 Sep 2015, 10:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორუმელებს კარგად გეხსომებათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შევარდნაძის მოქკავშირიდან ამოსული ნაცმოძრაობისა და ოცნების ერთობლივი რეიტინგი შეადგენდა 96%-ს ანუ ყველა დანარჩენი პოლირიკური პარტიების ერთად აღებული რეიტინგი 4% არ აღემატებოდა. ამიტომ უეცრად გამოჩნდა საქართველოს ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის ვაჟა მთავრიშვილის პარტია, რომელმაც ფორუმზე ჩატარებულ ყველა გამოკითხვებში ყველასთვის მოულოდნელად თავზარდამცემად დაამარცხა როგორც ნაცმოძრაობა, ასევე ოცნება. ოღონდ ცესკომ იმ დროს ლიდერის საქართველოში არყოფნის მომიზეზებით ეს პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა. ამიტომ ამჟამინდელი პარლამენტი მხოლოდ ოცნებისა და ნაცმოძრაობის დეპუტატებით არის წარმოდგენილი. ამისი შედეგი კი საქართველოს დღევანდელი გაუსაძლისი რეალობაა. საბედნიეროდ მათ ერთ წელიწადში ვადა ეწურებათ და უნდა წავიდნენ.
მრავალი წინააღმდეგობების მიუხედავად ვაჟა მთავრიშვილი უკვე დაბრუნდა საქართველოში და მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარსა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ეროვნული პოლიტიკა" NNP (The New National Policy). დღემდე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია ხდება შევარდნაძის 1997 წლის 31 ოქტომბრის N 1028-I აპარტეიდული კანონით, რომელიც ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებს იმდენად არათანასწორ პირობებში აყენებს, რომ 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში უკვე ვერცერთ ნამდვილ ეროვნულ ძალას ვეღარ მოძებნიდით. მაგალითად მაშინ როცა ე. წ. კვალიფიცირებულ პოლიტიკურ პარტიებს წინა არჩევნებში მილიონებს უჯიბავდნენ, N 1028-I კანონით NNP-ს საკუთარი საწევრო გადასახადებისა და შენაწირების სახით ეკრძალება წლიურად 60 ათას ლარზე მეტის შეგროვება. მიუხედავად ასეთი უთანასწორო მდგომარეობისა NNP აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ არანაკლებ 67%-ის უპირატესობით მოგებას, რათა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების ძალით გაასწოროს ამჟამინდელი და წინა პარლამენტების მიერ გაყალბებული საქველოს კანონმდებლობა. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება შევარდნაძის 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციას, რომელის 20 წლისთავიც ოცნებამ და ნაცმოძრაობამ ერთად იზეიმეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ახალი მარათონი, რომელიც NNP-სთვის იქნება ნამდვილი მარათაონის ბრძოლა სამშობლოს გადასარჩენად!
გამოკითვაში კითხვები არასწორად დაჯდა
1. არის NNP 2. ნაცმოძრაობა ცალკე 3. ოცნება
This post has been edited by mtavrishvili on 25 Sep 2015, 11:05
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|