ხალხნო, ლონდონში ვარ და, გუშინ ერთ პაბში შევედი 2 მეგობართან ერთად ლუდის დასალევად... ხოდა რა მოგიყვეთ ეხლა...
3 ტიპი ზის მაგიდასთან... მერე და მერე, მათი საუბრიდან მივხვდით, რომ იტალიელი, შოტლანდიელი და უელსელი იყვნენ.... 3 პად პიდისიატ, ჩვეულებრივი აღნაგობის ტიპი იყო მაგათ ყოფილი რაგბისტობის არაფერი ეტყობოდათ....
ჩვენ ისე ვიდექით ბართან რო იმათ უეჭველი ეგონათ რო არ გვესმოდა.... ხოდა დავდექით ბართან და არგენტინასთან თამაშის მოლოდინში, და მომავალი თამაშის პერიპეტიების წარმოდგენაში ვსაუბრობთ ქართულად...
რაც მოხდა, და გავიგონეთ, სიტყვასიტყვით ვწერ....
"ჯონ, ხვალ რო მართლა მოუგოს საქართველომ არგენტინას რას ვშვებით მერე?" ეკითხება იტალიელი ტიპი შოტლანდიელს
"რას ვშვებით ალესანდრო და, ჩვენ არა მარა თქვენ კი დაგენძრათ... ხო იცი 6 ერის გაფართოებას ბევრი ლობისტი ყავს და ან გააფართოებენ, და ან... დაგაჩოჩებენ" - უპასუხა შოტლანდიელმა, თან წარბები აწია, ლუდს ჩახედა და დიდი ყლუპი დაურტყა
იტალიელმა ტუჩი მოიკვნიტა, მესამეს ტიპს გადახედა და ჰკითხა: "შენ რაღას იტყვი პოლ"
"რას გეტყვი და... მე ძმაო თბილისში თამაშს რომში თამაში მირჩევნია, თან ხალხს ფული არა აქვს, ბილეთს ვერ იყიდიან... და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსის ტანკები დგას ... ფულიც ვერ შემოვა და რომც შემოვიდეს, ძაან გინდა რო კავკასიაში გაბახებული იტალია ნახო? .... მოკლედ - სანამ პალაჟენია აგვერია, შენი მობილი გააძრე და შენ რო გიწერია გეწერა იმ ქერა სქელოს ტელეფონის ნომერი, მომეცი დროზე დავურეკო.... სანამ შარში გავიჩითეთ"
იტალიელმა მობილურს ჩახედა, როგოროც ჩანს რაგბის მსოფლიო საბჭოში თავის ერთი ნაცნობის ნომერი მონახა და მობილური უელსელ დედა#####ულს გადააწოდა.
"რონი, პოლი ვარ" - ისე თქვა უელსელმა ახვარმა, თითქოს არ უნდა რომ გარშემო ხალხმა გაიგოსო.
"რას შვები,... ხო, მეოთხედფინალში მაგას დავნიშნავთ... არა არა, სამხრეთ აფრიკამ დაისვენოს ამ წელს... ზელანდია ინგლისი გვინდა რო იყოს ფინალი... თუ იმ ბოზმა ბრიგადამ რამე არ იჩალიჩა... "
"მისმინე ახლა, მაგაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს... იტოგში, იმას ხო მივაღწიეთ რომ საქართველოს ის ნაბიჭვარი მსაჯი დავუნიშნეთ, ეხლა გინდა ახტი, გინდა დახტი, და მაგ მსაჯს გადაურეკე და კიდევ ერთხელ გააფრთხილე, სამართლიანობა და ფეირ პლეი არ დამიწყოს იქ... გადაურეკავ, და ეტყვი სიტყვასიტყვით: ქართველებს რომ ის გოლიათი ყავთ... ხო... გორგოძილა... მოკლედ თუ არგენტინას გაუჭირდა, ის გოლიათი უნდა გააგდოს... ხო, გამოუგონოს ჯარიმა... მერე... მისმინე... მე სულ მკიდია და აგერ ალესანდროს ჩემზე მეტად კიდია... არგენტინის სალელოვე შეტევებზე წინ პასზე თვალებს დახუჭავს... რამდენიც არ უნდა იყოს, დახუჭავს... იმიტომ, რომ საქართველომ უნდა წააგოს რაც შეიძლება დიდი ანგარიშით... იცოდე, 15 ქულა კი არა, 30 ქულაზე ნაკლებით წააგებს და შენც დაგენძრა და ტრიფონიასაც" (ტრიფონია ამ ტექსტის ავტორის ჩანამატია, დახლოებით ასეთი კონტექსტის სახელი თქვა)...
პოლმა მობილური გათიშა... "ვსიო ოკ ძმებო, სანამ ჩვენ ვართ, მანამდე საქართველო 6 ერში ვერ შევა..." - თქვა ამაყად მაგ ნაბოზვარმა უელსელმა
"და რუმინეთი?" - დაჩმორებულის ხმით იკითხა ალესანდრომ და ქუჩისკენ გაიხედა, სადაც რაგბის ფიჯელი გულშემატკივრები ყიჟინას სცემდნენ...
"დებილია ეს" - თქვა ჯონმა ... და წამოდგა. წამოიშალნენნ სამივე და გავიდნენ.
ჩვენ, ქართველებს ყბა ჩამოგვივარდა... სანამ აზრზე მოვედით, და აზრზე მოსასვლელად ბარე 2 წუთი მაინც დაგვჭირდა, 2 ფიჯელი ბალეშიკი შემოვიდა პაბში... და მაგათმა ხმაურიანმა შემოსვლამ გამოგვაფხიზლა...
ჩემმა მეგობარმა დათომ ერთი ის თქვა, ეხლა ამ ლუდის ბოთლით დავეწევი იმ 3 ნაბოზვარს და თავზე გადავამსხვრევო...
ხოდა აზრზე მოვედით სამივე, წამოვხტით ფეხზე, მივატოვეთ ჩვენი ახალმოტანილი ლუდები და... ნიკამ კარგი მოიფიქრა, სადაც ვიჯექით ის სკამები რეზბით იყო საჯდომ ფიცართან დამაგრებული... მოკლედ, მოვხსენით 3 სკამის ფეხი, და იმ 3 ნაბიჭვარს ზედ თაუერის ხიდთან წამოვეწიეთ... იმდენი ვცემეთ, იმდენი ვცემეთ, ქართული ფორუმის მოწონებული...
მერე პოლიციამ დაგვინახა და ცხენებით გამოგვეკიდა
მაგრამ ჩვენ აკა მორჩილაძის სახლში დავიმალეთ და აკას პირადი ლეპტოპიდან ვწერ ახლა ამ წერილს...
ხოდა მეგობრებო, ვისაც ეს ისტორია არ გჯერათ, ის მაინც დავიჯეროთ, რომ რაგბის მსოფლიო საბჭოში ასეთი დედა#####ული ტიპი 3 კი არა, 300 ია...
ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა ფქვილი აქა
This post has been edited by laplandia on 26 Sep 2015, 03:50