#45747738 · 22 Sep 2015, 14:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა მარტო მიმართვა არამედ რჩევაცაა ეს! ეტყობა მეჭიაურელების ნაირი ქინცები გყავთ ბიძინა გვერდით და არავინ გირჩიათ, რომ:
ოპოზიციონელი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა არის კატასტროფა, იმიტომ რომ ის ხდება ბრენდი, რამდენი ცოდვაც არ უნდა ქოდეს ჩადენილი, თუ მართლა ბრეივიკი არაა, გამოდის იქედან როგორც გმირი. რაც უფრო დიდ ხანს ზის მით უფრო ავტორიტეტული და გავლენიანი ხდება.
თქვენ 3 ძალიან სერიოზული, წონიანი, და რაც მთავარია გამოცდილების და საქმის მცოდნე, რომლებმაც შეცდომების გვერდით უამრავი და უფრო მეტი გადამწყვეტი და რეფორმატული სვლები შეიტანეს ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში.
ეს არამარტო თქვენ პირადად, არამედ ქვეყნის იმიჯს ვნებს!
მითუმეტეს ის ფორმა, რა ფორმითაც გიგიზე მოხდა. ამით თქვენ გაათმაგეთ მისი მომხრეების რაოდენობა.
რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და ემოციებით ვმოქმედებთ, განსაკუთრებით ქართველები,... გიგის მიმართ მოხდა საოცრად დიდი ემპატიური კავშირი უამრავი ადამიანის მხრიდან, ვისაც აქამდე საერთოდ არაფერი საერთო, ან ინტერესი ქონდა მის მიმართ.
ეს ნამდვილად არ მეტყველებს თქვენს ჭკვიანურ ნაბიჯზე! მითუმეტეს რომ ყველა ხვდება ეს დაჭერები უფრო პირადი ინტერესებიდან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის მიზეზიდან მოდის. სამართლიანობის აღდგენა თუ გინდათ საქართველოში დაჭერები კიტოვანიდან დაიწყეთ !
ამავე დროს, მე იმ კატეგორია ნაცების წრეს ვეკუთვნი ვინც ხედავს თქვენს დადებით გაკეთებულ საქმეს. (ჩვენ არ ვართ ქოცებივით ექსტერმალისტი ხეპრეები ყველაფერს ხაზს რომ უსმევენ რაც აქამდე გაკეთებულა. ჩვენ გაცილებით კულტივირებულები ვართ. )
1) საყოველთაო ჯანდაცვა 2) დემოკრატიის გაუმჯობესება.
ამ ორმა ფაქტორმა თვალებში გამოახედა ქართულ საზოგადოებას: დახვეწა, თვითღირებულების გრძნობა აუმაღლა. უფრო თავდაჯერებულიი გახადა. ჯერ მარტო უამრავი ნათესავი ჩემი პირადად გადაარჩინა ამან სიკვდილს. სახლი კარი უნდა გაეყიდა, ვალები აეღო და ამდენ სტრესსში შეიძლება მაინც მომკვდარიყო... რაც მოხდებოდა სააკაშვილის დროს!
აი თქვენ ამისგან დამიზღვიეთ პირადად ჩემი ნათესავები და ბევრი ნაცნობი!
ამიტომ პირადად ამისთვის მადლობა და მადლობა რომ უფრო თამამად და უშიშრად გიტრიალებთ ხოლმე პირადად მე მკვდარს და ცოცხალს და ვიცი რომ ამისთვის არ არავინ დამბანს, ან ჩემი იპეს ძებნას არ დაიწყებს..
რაც მიშას დროს საერთო გარემო და დაშინება და დაძაბულობა გაცილებით დიდი იყო.
ამ ორი ფაქტორის არ ქონა ქვეყანაში, რაც თქვენ შემოიტანეთ, მიშას დროს თრგუნავდა ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. ამიტომ იყო ამდენი აგრესიები და სიგიჟეები საზოგადოების მხრიდან.
დასაწყისში ეს სიმკაცრე საჭირო იყო თუმცა, საზოგადოება იყო მომსპარი, კორუმპირებული, უდისციპლინო, უპასუხისმგებლო.. და ა.შ. ამან მოითხოვა მიშას მკაცრი ხელი, რამაც მართლა საბოლოოდ დადებითად იმოქმედა საზოგადოებაზე და ბოლოს თქვენ რომ დაამატეთ ჯანდაცვა და დემოკრატია ამ გაუმჯობესებულ საზოგადოებაზე-..
ამას მერე სულ დახატა და თვალებში გამოახედა საქართველო.
საღადაა ის აგრესიები, წივილები კივილები, მმკ, და ა.შ. ჰომოსექსუალების მიმართ აგრესიებიც შედარებით მიწყნარდა.. მოკლედ ქუდს ვიხდი ამ ორი ფაქტორისთვის რაც თქვენ ჩემ ერს მიეცით!
მადლობა!
მაგრამ არც ერთ თქვენამდე პოლიტიკოსს არ ყოლია პოლიტმატიმარი! ვიმეორებ ეს არის ქვეყნის იმიჯისთვის ცუდი!
და გირჩევთ მოიფიქრეთ რაიმე ტრუიკი, ხო გეხერხებათ ხოლმე და გამოუშვით რაღაცნაირად სამივე!
გიგი პრეზიდენტს შეაწყალებინეთ, და დანარჩენზეც რამე მოიფიქრეთ...
პს ხო რა და მეჭირიაური მოიშორეთ რა... ნამეტანია.
|