ადამინი რაციონალური (გონიერი) არსებებიც არიან და და ირაციონალურიც. რაციონალური აზროვნების შემთხევაში ისინი ეფექტურნი , ბედნიერნი და კომპეტენტურნი ხდებიან. ემოციური ან სხვა ფსიქოლოგიური დარღვევა - ნევროზული ქცევა -ირაციონალური და ალოგიკური აზროვნების შედეგია. ემოცია და აზროვნება ურთიერტგანცალკევებულ ფუნქციებს არ წარმოადგენენ. ემოცია თან ახლავს აზროვნებას , ხოლო აზროვნება , როგორც წესი , მცდარობით ზედმეტი სუბიექტურობითა და ირაციონალლურობით ხასიათდება ვ.
ემოციური აშლილობის უწყვეტი მდგომარეობა , რომელიც თვითვერბალიზაციითაა გამოწვეული , განპირობებულია არა გარეგანი ვითარებებითა და მოვლენებით , არამედ ამ მოვლენათა აღქმითა და მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებით. აღნიშნული ცნების საწყისებს ფსიქოლოგი ელისი ძველ ავტორებთან პოულობს: '' ადამიანებს აწუხებთ არა საგნები , არამედ შეხედულებები ამ საგნების შესახებ '' მასვე მოჰყავს ინგლისური ფრაზა ''ჰამლეტიდან'' : '' არაფერია თავისთავად კარგი ან ცუდი ; მხოლოდ აზრი ხდის მას ასეთად''
ფსიქოთერაპეტი ელისი გამოყოფს 9 ირაციონალურ '' უაზრო'' , მცდარ ღირებულებას ან იდეას , რომლებიც ბატონობენ დასავლურ საზოგადოებაში და იწვევენ ნევროზს , დეპრესიას და სტრესს .
1) პიროვნება უნდა მოსწონდეს და უყვარდეს მის გარშემო მყოფ ყველა ადამიანს . ეს აზრი იმიტომაა ირაციონალური , რომ მასში ნაგულისხმევი მიზანი მიუღწეველია. თუ ადამიანი ამ მიზნისაკენ მიილტვის , მაშინ იგი ნაკლებად ახერხებს საკუთარი თავის მართვას. ის დაუცველი და თვითდამანგრეველი ხდება . სიყვარულის ობიექტად ყოფნა სასურველი რამაა , მაგრამ რაციონალური პიროვნება კი არ სწირავს საკუთარ ინტერესებსა და სურვილებს ამ მიზანს , არამედ გამოხატავს მათ. იგი ცდილობს , თავად გახდეს მოყვარული , შემოქმედი და პროდუქტიული პიროვნება .
2) ადამიანი უნდა იყოს საკამოდ კომპეტენტური , ადეკვატური და ცხოვრებაში ბევრის მიმღწევი , იმისათვის , რომ სხვები მას ღირებულ პიროვნებად თვლიდნენ . ეს მიზანიც ასევე განუხორციელებელია . ამგვარი მიზნისაკენ იძულებით სწრაფვა იწვევს ფსიქოსომატურ დაავადებას და არასრულფასოვნების განცდას , ადამიანს აღარ შეუძლია იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით და მას მუდმივად ეუფლება მარცხის შიში . რაციონალური ადამიანი ცდილობს , რომ მისი ქცევა თავისთავად იყოს შედეგიანი და არ არის დაინტერესებული იმით, რომ სხვებზე უკეთეს შედეგს მიაღწიოს. იგი თვით ქცევის განხორციელებისაგან იღებს სიამოვენაბს და არ მოქმედებს მხოლოდ იმისათვის რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს . მისი ქმედება სწავლაზეა მიმართული და არა სრულყოფილების მიღწევაზე.
3) ზოგიერთ ადამიანი ბოროტია , ცუდი და უღირსი , რის გამოც იგი უნდა იქნას აღიარებული დამნაშავედ და დაისაჯოს. ასეთი იდეის ირაციონალურობის მიზეზი ისაა , რომ არ არსებობს სწორისა და მცდარის აბსოლუტური სტანდარტი , ხოლო თავისუფალი ნებისყოფისათვის ცხოვრებაში ცოტა ადგილი რჩება. ''მცდარი'' , ''ამორალური'' აქტები სისულელის , უცოდინრობისა და ემეოციური დარღვევის შედეგია . შეცდომის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს . დადანაშაულება და დასჯა არ იწვევს ქცევის გაუმჯობესებას , მათ შედეგად არ მოყვება გონიერების მომატება ან ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება . ფაქტობრივად დადანაშაულება და დასჯა ქცევის გაუარესებასა და კიდევ უფრო ძლიერ ემოციურ დარღვევას იწვევს. რაციონალური ადამიანები არ ადანაშაულებენ საკუთარ თავს ან მეორე ადამიანს . თუ სხვები ადანაშაულებენ მათ , მაშინ ისინი ეცდებიან საკუთარი ქცევის გამოსწორებას , თუკი იგი მცდარია. თუ რაციონალურ ადამიანს დაუმსახურებლად ადანაშაულებენ , იგი აცნობიერებს , რომ ასეთი დადანაშაულება მეორე ადამიანის შინაგანი მოუგვარებლობის მაჩვენებელია ... თუკი რაციონალური ადამიანი მცადრ ნაბიჯს გადადგამს , ის აღიარებს ამ ფაქტს , მაგრამ მისთვის ეს არ განიცდება კატასტროფად , ან ისეთ მოვლენად , რომლის გამოც ის თვითღირებულების განცდას კარგავს .ი
4) საშინელი კატასტროფაა , თუ მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც ადამიანს სურს . ამ აზრის ირაციონალუროობა შემდეგშია : ფრუსტრირებულ მდგომარეობაში ყოფნა ნორმალური მოვლენაა , მაგრამ ხანგრძლივად მძიმე მდგომარეობაში ყოფნა ალოგიკური , რადგან ა) მოვლენები არასოდეს განსხვავდებიან იმისაგან , რაც სინამდვილეში არიან ,
ბ) მძიმე შინაგანი მდგომარეობა იშვიათად ცვლის სიტუაციას და ჩვეულებრივ აუარესებს მას,
გ) თუ სიტუაციის შეცვა შეუძლებელია , ერთადერთი გზა მისი მიღებაა ,
რაციონალური პიროვნება არ აზვიადებს უსიამოვნო სიტუაციებს , ის ცდილობს მის გამოსწორებას , ეს შეიძლება მისთვის შემაწუხებელი იყოს , მაგრამ ისინი არ იქცევიან , საშინელებად , კატასტროფად , თუ თვით ადამიანი არ ჩათვლის მას ასეთად .
5) უბედურება გარეშე ვითარებებითაა გამოწვეული , რომელთა წინაშე ადამიანი სრულიად უძლურია . სინამდვილეში გარეშე მოვლენები და ძალები , ჩვეულებრივ , ფსიქოლოგიური ბუნებისანი არიან . მათ არ მოაქვთ ზიანი , თუ ადამიანი საკუთარი რეაქციებისა და შეხედულებების გამო არ მოექცა მათი გავლენის ქვეშ. ადამიანს ის საზრუნავი უჩნდება , რომ იგი უმტკიცებს საკუთარ თავს ამა თუ იმ მოვლენის საშინელებას , თუ ის გააცნობიერებს , რომ მისი შინაგანი აშლილობა და ემოციები მისივე აღქმების , შეფასებებისა და გაშინაგნებული ვერბალიზაციებისაგან შედგებიან , მისი უსიამოვნო შინაგანი მდგომარეობა მართვადი გახდება ან შეიცვლება.
6) საშიშ და სახიფათო მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს . ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს ასეთ შესაძლებელ მოვლენებზე. ამ იდეის ირაციონალობა შემდეგშია : წუხილი და შფოთვა :
ა) ხელს უშლის იმის ეფექტურ დაძლევას , თუ ასეთ მოვლენას რეალურად ექნება ადგილი ,
ბ) გარკვეულწილად თავისით იწვევს ასეთ მოვლენას,
გ) აზვიადებს საშისი ფაქტის მოხდენის შესაძლებლობას ,
დ) კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს საშიშ მოვლენას.
შფოთვა შეიძლება უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. რაციონალური ადამიანი აცნობიერებს იმას , რომ მან თავად უნდა განახორციელოს შიშის მომგვრელი მოქმედებები , რათა დაანახოს საკუთარ თავს , რომ რეალურად ისინი არც იმდნეად საშიშია .
7) უფრო ადვილია თავი აარიდო გარკვეულ სირთულეებს და პასუხისმგებლობას , ვიდრე დაუპირისპირდე მათ . ეს თვალსაზრისი ირაციონალურია , იმის გამო რომ . რაიმე საქმისთვის თავის არიდება ხშირად უფრო მტკივნეული და ძნელია , ვიდრე მისი შესრულება. ამგვარი თავის არიდებას შემდეგ პრობლემებთან და დაუკმაყოფილებლობასთან მივყავართ, მათ შორის საკუთარ თავში დაუკმაყოფილებასთან . გარდა ამისა , იოლი ცხოვრება აუცილებლობით ბედნიერ ცხოვრებას არ გულისხმობს . რაციონალური ადამიანი გასაკეთებელ საქმეს პირდაპირ უდგება . მისთვის მცდელობა და პრობლემების მოვლა ცხოვრებას საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის . თუმცა იგი გონივრულად თავს არიდებს არასაჭირო , მტკივნეული ამოცანების შესრულებას ,
8) ადამიანი სხვებზე უნდა იყოს დამოკიდებული . მას უნდა ჰყავდეს ვინმე , მასზე უფრო ძლიერი პიროვნება , რომელსაც იგი ეყრდნობა . თუმცა ყოველი ჩვენგანი გარკვეულწილად სხვაზეა დამოკიდებული , ამ ტენდენციის მაქსიმალიზაცია არ იქნებოდა სწორი , რადგან მას დამოუკიდებლობის , ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის დაკარგვასთან მივყავართ. რაციონალური პიროვნება იღწვის დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობისათვის. თუმცა იგი ასევე ეძებს სხვისგან დახმარებას და ღებულობს მას აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი ადამიანი აცნობიერებს , რომ რისკი , რომელიც შეიზლება მარცხით დამთავრდეს , თავისთავად ღირებულების მქონეა და რომ მარცხი თავისთვად კატასტროფას არ წარმოადგენს
9) წარსული გამოცდილება და წარსულის მოვლენები განსაზღვრავენ აწმყოს ქცევას . წარსულის გავლენას ვერაფრით ამოძირკვავ. სინამდვილე საპირისპიროს გვეუბნება . ის რაც თავის დროზე გარკვეულ პირობებში აუცილებელ ქცევას წარმოადგენდა , აწმყოში შეიძლება ასეთს აღარ წარმოადგენდეს. პრობლემის ძველებური გადაწყვეტა აწყმოში შეიძლება არ გამოგვადგეს. წარსულის ზეგავლენისადმი გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება შესაძლოა , ქცევის შეცვლის უუნარობის რაციონალიზაციას წარმოადგენდეს . რაციონალური ადამიანი აღიარებს წარსულის მნისვნელობას , მაგრამ იგი იმასაც ხვდება , რომ შესაძლებელია აწმყოს შეცვლა წარსულის ზეგავლენის გაანალიზების გზით, შეძენილ საზიანო შეხედულებებში ეჭვის შეტანის გზით და საკუთარი თავის მომართვიტ აწმყოში განსხვავებული ქცევის განსახორციელებლად ...
ზემოთხსენებული მცდარი იდეები უნივერსალურნი არიან ჩვენს საზოგადოებაში. მათ მიღებას და განმტკიცებას თვითდასწავლის გზით ნევროზთან , დეპრესიასთან და ემოციურ აშლილობასთან მივყავართ . რადგან შეუძლებელია ამ იდეებით ცხოვრების გატანა . შინაგანად აღრეული ადამიანები იმიტომ არიან უბედურნი , რომ ისინი ვერ ახორციელებენ თავიანთ მცდარ იდეალებს , რომლებიც არარეალისტური '' უნდა''-სგან და ''საჭირო''ოსგან შედგებიან .
თუ ადამიანი ასეთ იდეებს გაითავისებს , ის გარდაუვლად გახდება შებოჭილი , არაკეთილგანწყობილი , არანაყოფიერი , ინერტული და უბედური . იგი გადავა თავდაცვაზე და მას დანაშაულის გრძნობა შეიპყრობს.მეორე მხრივ თუკი ადამიანი ახერხებს ალოგიკური აზროვნებისაგან გათავისუფლებას , იგი იშვიათად ჩავარდება მძიმე ემოციური აშლილობის მდგომარეობაში.
თერაპიის მიზანი ირაციონალური შედეგების , ანუ ემოციური მოუგვარებლობის შემცირებაში ან მოხსნაში მდგომარეობს , თერაპიას 2 კონკრეტლი ამოცანა აქვს : 1) შფოთვის და თვითდანაშაულის შესუსტება ,
2) მტრული განწყობილების , სიბრაზის(სხვათა ან გარეშე ვითარებათა დადანაშაულება ) მინიმუმამდე დაყვანა.
რაციონალურ-ემოციური თერაპია სხვა მიზნებსაც გულისხმობს ესენია : საკუთარი თავისადმი ინტერესის გაღვიძება , რასაც თან ახლავს სხვათა უფლებების აღიარება , საკუთარი თავის წარმართვა , დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა , ადამიანური შეცდომების შეწყნარება , ღიაობა ცვლილებების მიმართ და მოქნილობა , საკუთარი თავის მიმღებლობა ...
This post has been edited by Sally11 on 20 Sep 2015, 18:45
მიმაგრებული სურათი