აუცილებელი მოთხოვნა - უნდა იყოს ავტომატიკა (ტიპტრონიკი, ვარიატორი)
მაქსიმალური ბიუჯეტი 2000 $ (ესეც ძაააან მაქსიმალური) სასურველია 1500-1600 $ (ან ნაკლები)
ხელზე მაქვს 600-700 $ უნდა ვიყიდო ლიზინგით და ისეთი უნდა იყოს მანქანა, რომ სესხზე უარი არ მითხრან

ერთი მანქანა და ერთი სესხი უკვე მაქვს და მეტის გადახდას ნამდვილად ვერ გავქაჩავ...
უპირატესობა მიენიჭება მარჯვენა საჭიან მცირელიტრაჟიანებს და 2000 + წლიანს...
ფიტი, კოლტი, მარჩი (ყველაზე ნაკლებად მარჩი) ცივიკი, ვიტზი, იმპრეზა GG2 1.5, და ა. შ.
ასევე გოლფ 4, პოლო, ალფა 147, პეჟო, ასტრა, და ა.შ.
მცირე გარეგნულ დაზიანებებს უპრობლემოდ ავიტან

ოღონდ მცირე და არა ისეთს სახე რო აქვთ ხოლმე ახეული და რო ვერ გაარჩევ რა მანქანაა

ჟანგიმანგიც არ მაღელვებს, მთავარია გაბახებული და 10000000 პრაბეგიანი დაფახფახებული მანქანა არ იყოს და ყოველდღე სარბენად გამოდგეს...
რამდენიმე ვარიანტი ნანახი მაქვს ჩქიმავტოზე, მაგრამ იქნებ აქაც გამოჩნდეს რამე...
P.S. მე ვყიდდი 2-3 თვის წინ გაწკრიალებულ 2003-იან კოლტს 1800 $ რო მეჩქარებოდა, მარა 1 კაცსაც არ დაურეკავს...
ასე, რომ ვისაც ეჩქარება გაყიდვა აგერ ვარ ბატონო

ველი შემოთავაზებებს
* * *
გაწყდა კაცო იაფად მანქანები????
...კაცმა რო გკითხოთ არ იყიდება არაფერიო

თუ არ გაყიდე როგორ გაიყიდება