მოკლედ ამ მანქანამ მე უნდა შემიწიროს.
ადმინ გთხოვ აქ იყოს ეს თემა რა.
აი ისეთი ###ობა გავიჩალიჩე, თან ისეთ სიტუაციაში, რო არც კი მაქვს იმედი რომ რამით დამეხმარებით მაგრამ მაინც დავწერ, კარგი ხალხია ამ განყში და ადრე დამხმარებიან. მოკლედ მანქანა მოვსპე (ვეღარ დადის) და თან სიტუაციას ის ართულებს რომ
ბაქოში ვარ 
სასტუმროს წინ მიყენია და ვერ იძვრის, თან რამდენიმე დღეში თბილისში ვარ დასაბრუნებელი
მანქანა BMW 535i E60 რესტაილინგი, ბიტურბო, N54 ძრავი. იმყოფებოდა იდეალურ მდგომარეობაში, ნული შეცდომის კოდით (ხშირად ვუკეთებ დიაგნოსტიკას მეთვითონ). მოკლედ, მახათი გამითავდა და ავდექი და გადმოვწერე ინტერნეტიდან BMW-ს პროგრამირების ოფიციალური სოფტი BMW NEXT ISTA/P. ეს არის ის სოფტი რაც ოფიციალურ დილერებს აქვთ, ომეგა მოტორსს აქვს თუ არა არ ვიცი მაგრამ ეს არის "იმენა" the სოფტი, თან 2015 წლის ვერსია. ისე არ მინახავს ჩვენში ეს ვინმეს ქონდეს, ინპა და NCSExpert-ი არის "ხოდში" როგორც ვიცი. კაბელი, რომელიც მქონდა გახლავთ K-DCAN, რომელიც OBD2 პორტში ერთდება, იბეიზე ვიღაც ჩინელისგან ნაყიდი. კი ეწერა რომ ამ კონკრეტულ სოფტს სხვა კაბელი ჭირდება (ICOM) მაგრამ რაღაც "ემულატორი" გავჩითე (მაგის გამკეთებლის დდშვც!) რომელიც "ემულირებას" აკეთებს ICOM კაბელის და ნუ იძლევა საშუალებას K-DCAN კაბელის გამოყენების. როგორც მოგვიანებით წავიკითხე, ესეთი შეერთება იმდენად ნელია რომ რაღაც პროცესები შეუძლებელია ასე გააკეთო და დიდი შანსია მანქანის კომპი გააფუჭო, თუმცა ეს რო წავიკითხე მოსახდენი უკვე მომხდარი იყო....
მოკლედ რა ვქენი: შევაერთე ეს ჩემი ბედოვლათი კაბელი და გავხსენი ISTA/P. შევატყვე რომ ძაან ნელა მუშაობდა მაგრამ დავიკიდე. იქ იყო რამდენიმე განყოფილება, ნაწილი მივხვდი რაც იყო (მარტივი ფუნქციების პროგრამირება, ტოესტ პარამეტრების შეცვლა, მაგ. სიგნალიზაციის და ა.შ.), ნაწილი ვერ მივხვდი მაინცდამაინც და დავიკიდე. შევარჩიე ერთი პუნქტი რომელიც ჩემი ჭკუით ყველაზე უწყინარი უნდა ყოფილიყო, და ამან დამღუპა კიდეც. ამ ღილაკს ერქვა:
"Reset of digital engine electronics adaptation values and variant", იყო განყოფილებაში "post-programming single tasks" თუ რაღაც ეგეთი. ჩავთვალე რომ ე.წ. ადაპტაციების მნიშვნელობების ჩამოყრა ხდებოდა ამით, ანუ კარობკის და ძრავის დამახსოვრებული "ადაპტაციების" განულება (რაც იდეაში აკუმულატორის ჩახსნითაც კი კეთდება!). არ მეგონა ამ თითქოს მარტივი რეზეტის ოპერაციას თუ რაიმეს გაფუჭება შეეძლო. პროცესი დაიწყო და ერთერთ ბიჯზე მომცა რაღაც ერორი, პროცესი გაწყდა და იმის შემდეგ ძრავი მწყობრიდან არის გამოსული. იქოქება, მაგრამ აბაროტებს ათამაშებს საცოდავად და უამრავ ერორს აგდებს iDrive-ზე. დაძვრა არც მიცდია აზრი არ აქვს, ძრავი პრაქტიკულად ვერ მუშაობს.
აკუმულატორის კლემები ჩავხსენი, ორი დღის განმავლობაში დავტოვე მასე, მაგრამ არ უშველა. დიაგნოსტიკა გავუკეთე რამდენჯერმე, ორი სხვადასხვა პროგრამით, სულ ერთიდაიმავე 4 შეცდომის კოდს წერს.
აგერ არის იმ სოფტის ერთერთი სკრინშოტი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს არის თვითონ იმ მომენტის სკრინშოტი, როცა ოპერაცია ჩავარდა:
(ამ დროს დაწერა Turn off ignition, და ერთადერთი ღილაკი იყო Termination, ძაან არ მინდოდა მაგ ღილაკის დაჭერა და დიდი ხანი ველოდე, მაგრამ არაფერი რომ არ მოხდა მერე დავაჭირე. შედეგად ჩავვარდი ამ სიტუაციაში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესეც შეცდომის კოდები რასაც ეხლა წერს, იმავე პროგრამიდან:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესეც შეცდომის კოდები რასაც ეხლა წერს, სხვა პროგრამიდან:
ესეც ვიდეო, თუ როგორ იქოქება ეხლა:
(ვიდეოში ხმა არ ისმის მაინცდამაინც, მაგრამ ძრავს არათანაბარი მუშაობის ცუდი ხმა აქვს. ტახომეტრის თამაში კარგად ჩანს, თავისით შვება - გაზის პედალს არც ვეხები)
სად წყალში ჩავვარდე არ ვიცი. რამდენიმე დღეში თბილისში უნდა დავბრუნდე, მანქანას სასტუმროს წინ ხომ ვერ დავტოვებ. აქ ვიღაც ტიპები გავაძრეთ, ჩიპ ტუნინგზე ჩალიჩობენ, გაგირკვევთო და ერთი ორი დღის შემდეგ გვითხრეს ჩვენ ვინც მოვიძიეთ ვერავინ აკეთებს მაგას და ცენტრს მიმართეთო. აქაურ ბმვ-ს ცენტრში გვითხრეს შესაძლოა ვუშველოთო, ევაკუატორით მოგვიტანეთ მანქანაო. მაგრამ ფასები (რათქმაუნდა) ძალიან ძვირია, მთელი მანქანის გადაკოდირება (თუ ეგ დასჭირდა) 300 დოლარამდე...
იქნებ ფორუმზე არის ვინმე ღვთისნიერი, ვისაც:
- ან აქვს გამოცდილება ISTA/P პროგრამასთან მუშაობის, და მიხვდება რა გავაფუჭე და რითი შეიძლება შველა; ე.წ. MOST-ის პროგრამირება ვისაც გაუკეთებია (ეს "მოსტი" რა არი ეხლა გავიგე, და რომ მაგას ცალკე კაბელი უნდა და ჩერეზ OBD2 პორტი არ ხდება; სხვა პორტი კიდე თუ ქონდა E60-ს აქამდე არც ვიცოდი);
- ან ერკვევა და გამარკვევს რა განსხვავებაა ამ კაბელებში: ICOM A1, ICOM A2, OPS, ან OPPS; ეს კაბელები უწერია მაგ პროგას რომ ჭირდება. კონკრეტულად რა სხვაობაა და რომელი მჭირდება E60-ისთვის ზუსტად და სად აქვს მაგის პორტი (სადღაც ბარდაჩოკშიო წავიკითხე მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი).
- ან აქვს ეს ოხერი ICOM (ან სხვა ზემოთჩამოთვლილი თავსებადი) კაბელი, და შეუძლია რამდენიმე დღით თხოვება! თბილისიდან ბაქომდე გამოტანება არაა პრობლემა. ჩემით ვცდიდი მაინც სანამ ცენტრში გამყვლიფავენ.
- ან შეუძლია ზოგადად ნებისმიერი რჩევის მოცემა მსგავს სიტუაციაში.
ვიცი რომ არიან აქ ბიჭები ვინც სხვადასხვა სოფტით/ჰარდით აკეთებენ ბმვ-ს პროგრამირებას, სხვადასხვა ფორმით, იქნებ ვინმე იყოს ვინც ამ სიტუაციიდან გამომიყვანს. მაღარიჩი ჩემზე იყოს!
მადლობა წინასწარ.
This post has been edited by Davidex on 19 Jun 2015, 16:10