#45738634 · 21 Sep 2015, 13:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ესაა:
აი წარმოდგინეთ რო გაქვთ შვიდი მილიარდი აქედან ვთქვათ ერთი მილიარდი ბანკში გიდევს და ყოვეთვიურ პროცენტს იღებ თვეში 60 მილიონს, კარგად გაიაზრეთ მარტო პროცენტს 60 მილიონს თვეში. აი ესე ზიხარ და თვეში 60 მილიონი შემოგდის. ჰოდა რა სიკტილი გინდა შე არგადასარჩენო ჩვენთან, გდებულიყავი სადმე სენტროპეში და გეკაიფა ცხოვრებით და მოგზაურობით. გაგესინჯა ყველა ქვეყნის კულინარიის შედევრები, გესრიალა ალპებში, გენადირა მარჯნის რიფებში, გეცურა ვეშაპებთან ერთად, გადმომხტარიყავი პარაშუტით ჯომოლუნგმადან, ერთი ღამე გაგეთენებინა შაოლინის ბერებთან, კოსმოსური ხომალდით სამი კრუგი დაგერტყა დედამიწისთვის, უწონადობაში გამოგეძინა, გადმოგეფსა სინგაპურის მარინა ბეის აუზიდან, მოგესაქმა ნიუ იორკის ვალდორფ ასტორიის ფოიეში და მიგეცა რეგისტრატორისთვის ერთი მილიონი გასაჩუმებლად, ესეც ხო თავგადასავალი და ადრენალინია. გეცემა ორ მილიონად ბედუინი, აქლემი მოგეტაცა და მერე ხეოფსის პირამიდასთან დაგება, ტუტანჰამონის სარკოფაგზე ამოგეკაწრა აქ ვიყავი მე და გადაგეხადა ამაში ათი მილიონი. დაგეკერა 20 მილიონად ჟიზელ ბუნდჰენი და არ მიგეცა, ჩემ ცოლს არა ვღალატობ შე ბოზანდარაო და ეგრე ამაყად გამოგეჯახუნებინა კარი. რა სტაფილოს წვენი რა ათ საათზე ძილი რის თეთრი მარტორქის რქის ფხვნილი. ეგერ ეე ჯექსონი ხელთათმანებით დადიოდა ბაქტერიებს უფრთხოდა და ჟანგბადის კამერაში ეძინა, ქე გაფართხალდა 50 წლის ასაკში. ისიამოვნე ცხოვრებით შე უპატრონო! რა გრუზია და
|