#45744011 · 22 Sep 2015, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაჩეჩილაძე vs ასათიანი-გამოცხადდება თუ არა მაესტრო გაკოტრებულად
ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი მეწილის გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალქო სასმართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს. გაჩეჩილაძის თქმით 4 სექტემბერს ტელეკომპანიაში ჩატარდა პარტნიორთა კრება , სადაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეწილემ მაკა ასათინმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა. რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს , რომ გაკოტრების საქმე დაიწყოს. მეწილეების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე, რომელიც კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისთვის, რომ შემდეგ ის აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფრომაციას არ ფლობს ტელეკომპანიის კიდევ ერთი მეწილე მამუკა ღლონტი.გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას.
პ.ს. რა არის, აღარ არის ტვინების რეცხვა საჭირო?
|