#48762328 · 9 Sep 2016, 00:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბუნებრივი გადარჩევა, სპონტანური მუტაციები და ძლიერის გადარჩენა, ეს ყველაფერი გასაგებია, ლოგიკურია
დედააზრი არის ის, რომ "განვითარებას", ფორმის თუ ფუნქციის ცვლილებას ასეულათასი წლების განმავლობაში განაპირობებდა გარემოსთან შეგუების აუცილებლობა, მაგ. "გადარჩნენ ანტილოპეპი რახანც კარგად დარბოდნენ და ნადირს გაექცნენ"
მაგრამ
ცოცხალი არსებები, განსაკუთრებით განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფნი, ზედმეტად მოწესრიგებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებენ? რას ვგულისხმობ, ევოლუციის თეორიის მიხედვით არსებობდნენ ადამიანის წინაპრები, რომელთაც წარბები არ ქონდათ და რომელთაც ქონდათ, მაგრამ გადარჩნენ ისინი, რომელთაც ქონდათ? უტრირებას ვახდენ, რა თქმა უნდა, კარგად რო გაიგოთ რისი თქმა მინდა
ბევრი ასეთი "მოწესრიგებულობა" არსებობს, რომელიც სახეობას გადარჩენის ან გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით უპირატესობას არ მისცემდა სხვა სახეობაზე, რომელსაც ეს ნიშანი არ ჰქონდა
როგორც ექიმს რომელსაც ბიოქიმიის, იმუნოლოგიის, ფიზიოლოგიის და სხვ. გაეგება, უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე მილიონი ამის მაგალითი შემხვედრია და ბევრჯერ გამჩენია ეს აზრი ამიტომაც ვკითხულობ
|