თბილისში "მის ჩინეთის" კონკურსის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. შემდეგ ეტაპზე ფინალში 12 გოგონა გავიდა. კონკურსანტებს რესტორანმა "ქართულმა სახლმა" უმასპინძლა. კონკურსში მონაწილე 16 გოგონას შორის ჟიურის გადაწყვეტილებით, 12 გოგონა გამოვლინდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჭუხაიში "მის ჩინეთის" კონკურსის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, მსგავსი კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას.
"ღონისძიების ფარგლებში კონკურსანტები საქართველოს რამდენიმე რაიონს ესტუმრნენ. კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სტუმრობისას მოხდა ფილმის გადაღება, რომელიც 17 ოქტომბერს "მის ჩინეთის" მსვლელობისას გაშუქდება და მილიონიბით ადამიანი იხილავს", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
პროექტის ერთ-ერთი სპონსორია "ჰუალინგ ჯორჯია". როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ შიშინაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ჰუალინგ ჯგუფი" ყოველთვის მზადაა საქართველოს პრომოუშენისთვის მის საზღვრებს გარეთ გასწიოს სპონსორობა.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ჩინური საინვესტიციო კომპანიაა. ჩვენ სპონსორობა გავუწიეთ "ჩინეთი 2015-ის" ჩამოსვლას საქართველოში და "ჰუალინგ ჯგუფი" ყოველთვის მზადაა ჩინეთსა და მის საზღვრებს გარეთ საქართველოს პრომოუშენისთვის გასწიოს სპონსორობა", - განაცხადა თინათინ შიშინაშვილმა.
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.