
დღეს კომპანია თავისი Meizu-მ თავისი ახალი ფლაგმანი წარუდგინა საზოგადოებას.
სმარტფონი აღჭურვილია სამსუნგის უმძლავრესი 7420 ჩიპსეტით, რომელიც ARM V8-A 64-ბიტიან არქიტექტურას ეყრდნობა და 14 ნმ-იანი ლითოგრაფიით არის დამზადებული.
ასეთ მძლავრ პროცესორს კომპანიონობას გაუწევს 4GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, ხოლო 1920 x 1080 px (Full HD) გარჩევადობის ეკრანს
მე-7 თაობის გრაფიკული პროცესორი Mali T760MP8 (რვა კლასტერით) შეეჭიდება.
კომპანიას ცხადია არც სხვა დეტალებისთვის დაუკლია ყურადღება. 21მეგაპიქსელი კამერა 1/2.4" ზომის სენსორით ნამდვილად არ გაუწბილებს მფლობელებს მოლოდინს, ხოლო სელფის მოყვარულებს 5MP წინა (ფრონტალური) კამერით შეუძლიათ დატკბნენ.
ტელეფონს ბოლო დროოინდელი მოდის შესაბამისად ჩაშენებული აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი და C ტიპის (ორი ერთნაირი მხარით) USB პორტით უკავშირდება გარესამყაროს.
სმარტფონი Android 5.1-ზე დაფუძნებული Flyme OS 5.0 ოპერაციოული სისტემით გაიყიდება.
უნდა შევნიშნოთ, რომ ოპერატიული მეხსიერება განსხვავდება მოდელის მიხედვით; კერძოდ 64 GB-იანი მოდელი 4GB RAM-ს მიიიღებს, ხოლო 32GB-იანი მოდელი 3-ით დაკმაყოფილდება.

მოკლე ტექნიკური მონაცემები:
ფიზიკური ზომები (სიგრძე, სიგანე, სისქე)
156.7 x 78 x 7.5 მმ
წონა
168 გრამი.
ქსელი
GSM
HSDPA
LTE Cat.6 300 მბიტ/წმ ჩამოტვირთვა და 50 მბიტ/წმ ატვირთვა
ორ სიხშირიანი Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac
Bluetooth v4.1, A2DP, LE
სამი სახის ნავიგაციური სისტემის მხარდაჭერა (GPS (with A-GPS), GLONASS, Beidou)
ეკრანი
1920 x 1080 px გარჩევადობის. AMOLED ტიპის.
5.7 დუიმი დიაგონალზე.
ჩიპსეტი
Exynos 7420
პროცესორი
Quad-core 1.5 GHz Cortex-A53 & Quad-core 2.1 GHz Cortex-A57
გრაფიკული პროცესორი
Mali-T760MP8
მეხსიერება
32/64 GB შიდა , 128 GB-მდე მეხსიერების ბარათის მხარდაჭერით.
ოპერატიული მეხსიერება
3/4 GB (დამოკიდებულია მოდელზე).
კამერა
ძირითადი 21MP (IMX 230) 1/2.4" ზომის სენსორით. 3840 x210 px 30 კადრი წამში გარჩევადობის ვიდეოს გადაღების ფუნქციონალით.
წინა 5MP 1920 x1080 px 30 კადრით წამში.
დამატებითი სენსორები :
აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მაგნიტომეტრი (ელექტრული კომპასი).
ბატარეა
ჩაშენებული 3050 mAh ტევადობის, სწრაფი დატენვის შესაძლებლობით (65% 30 წუთში).
ფასი დაახლოებით 400 ევრო (ზუსტი ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით).
პ.ს თუ რამე გამომრჩა ნახეთ
აქ.
და
აქ
In truth, there was only one Republican and he was shot dead in 1865.
http://notepad.cc/share/52pwgAOVmb
http://notepad.cc/share/5cj9gyyHAR
"ძმურად, შენი ნომრით ოდნოზე დავრეგისტრირდები" სასტავმა არ მომწეროთ.©