გვყავს, მაგრამ ცოტა

პირველი თაობა 2010-ში გამოუშვა თსუ-მ. სხვაგან არ ვიცი აქვთ თუ არა ეს პროფესია. ანუ 5 თაობაა სულ გამოშვებული. წელიწადში სასუალოდ 30 კაცი. 150-მდეა დღეს საქართველოში პროფესიონალი სოც.მუშაკი. მაგას დამატებული საზღვარგარეთ ნასწავლები ჰა და ჰა 50 კაცი და ეგ არის სულ.
აღწერას არ სჭირდება მაინცდამაინც სოციალური მუშაკის განათლება, უბრალოდ მინისტრი მინიმუმ იმდენს უნდა ხვდებოდეს, რომ იარაღიანი ფორმიანების შესვლა ოჯახში სერიოზული დისკომფორტია ადამიანისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ეს მინისტრიც ღირსეულად აგრძელებს ქართულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც შსს მინისტრი აუცილებლად ხლე უნდა იყოს და აკეთებს ასე.
მაგალითად ჩემს ოჯახში იარაღიანი პოლიციელი არასოდეს შემოსულა, არცერთ ეპოქაში და მაგრად არ მესიამოვნება ეხლა კარები რო გავაღო და პაგონებიანი, იარაღგარჭობილი ტიპების კითხვებზე პასუხების გაცემა მომიწიოს.