mtavrishvili
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9085
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11
|
#45780095 · 25 Sep 2015, 23:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი ეროვნული პოლიტიკის
მანიფესტი
იხარე ერო ქართველო, რამეთუ ღმერთი სამობითაა, მოხდა სასწაული და ორჯერ ხელიდან გაშვებული შანსის შემდეგ, მესამედ გვეძლევა ნამდვილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აღმავლობის შესაძლებლობა. ამ მანიფესტით ვაცხადებთ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ჭეშმარიტი ეროვნული პოლიტიკური ძალის NNP-სანუ აეპს (ახალი ეროვნული პოლიტიკის) შემოსვლას. ქართველო კაცო, თუ შენ ისევ ხარ თავისუფლების ღირსი და შემძლე, მაშინ NNP-ს ხელმძღვანელობით ამჯერად ამას მიაღწევ.
NNP უპირველესყოვლისა, არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. NNP, არის დღეს საქართველოში მოქმედ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიათა შორის უკონკურენტო ერთადერთი ეროვნულიძალა. საქართველოს 80-ანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკური პარტიების, ანუ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები, მალტის სამიტის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის საიდუმლო სამსახურებმა ჩვენივე თანამემამულეთა ხელით ერთად გადაქელეს გარდაქმნისა და გლობალიზაციის პროცესებით. ამის შედეგად საქართველოში თანდათან ჩამოყალიბდა საქართველოს 1921 წლის მუდმივ-მოქმედი ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგო დღევანდელი ანტიეროვნული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, აყალბებდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ტოტალური სიცრუით აღშობდა სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, აღვივებდა ეროვნულ შუღლს, ეთნიურ და სამოქალაქო ომებს, ჰკარგავდა საქართველოს ტერიტორიებს და ყიდდა სრულიად საქართველოს.
ისევე, როგორც ზღვაში ვერ ნახავ მშრალ თევზს, არც საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში აღარ დარჩა არცერთი ეროვნული პარტია ან ლიდერი. ამიტომ დღეს საქართველოში არ არსებობს არჩევნების გაყალბების გარეშე, NNP-სთვის არჩევნების მომგები რომელიმე პოლიტიკური პარტია ან პარტიათა გაერთიანება. NNP-ს წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი, NRM-ის სახელით თბილისის ფორუმზე გამოჩნდა და ფორუმზე რეიტინგების ყველა გამოკვლევაში დაამარცხა არა მარტო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არამედ ასევე ქართული ოცნებაც. ეს მოხდა მაშინ, როცა ამ ორ პარტიებს ერთად ჰქონდათ 96 % რეიტინგი და ყველა დანარჩენს ერთად აღებულთ კი მხოლოდ 4%.
1990 წლიდან მოყოლებული, უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან და დამთავრებული 2012 წლის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებით, ყველა არჩევნები ჩატარდა საქართველოს 1921 წლის მუდმივ - მოქმედი ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ასეთი არჩევნებიდან კი მხოლოდ შულავერის მთავრობის ტიპის და მისივე მემკვიდრე მოღალატე ხელისუფლებები ამოდიოდა. ეს იყო არა ნამდვილი ეროვნული პარლამენტის არჩევნები, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობი სმტრების მიერ ორგანიზებული სამშობლოს მოღალატეთა ერთგვარი კონკურსი. ამიტომ ასეთ არჩევნებში, აქამდე არასოდეს არცერთი ეროვნული პოლიტიკური პარტია და ლიდერი არ მონაწილეობდნენ.
დღეს იმ ფსევდოეროვნული პარტიების მიზეზით, რომლებიც პოლიტიკურ სცენაზე პარპაშებდნენ იმდენად არის დისკრედიტირებული ეროვნული დამოუკიდებლობის იდეალები, რომ ხალხი ძნელად თუ დაიჯერებს ნამდვილი ეროვნული პოლიტიკური ძალის გამოჩენას და ან ასეთის საჭიროებას. ამიტომ აქ ისევ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ამ მანიფესტით NNP-ს სახით ყველა დანარჩენი პარტიების საპირწონე სწორედ ასეთი ეროვნული პოლიტიკური ძალის გამოჩენას გაცნობებთ.
ერთი სასწაულია NNP-ს გამოჩენა და მეორე NNP-ს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის. NNP ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს იმიტომ, რომ არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს და ნამდვილი ეროვნული კონსტიტუციის ცხოვრებაში გასატარებლად დაამყაროს ისეთი საკონსტიტუციო მკაცრი წესრიგი, რომელიც საომარი მდგომარეობისა და აჯანყების დროს კონსტიტუციის 43-ე მუხლის ძალით მყარდება. ამ მკაცრ წესრიგს ექნება ერის დღევანდელი ნიჰილიზმისა და დაბეჩავებულობისაგან განკურნების დანიშნულება. დღევანდელი ქართველი ვაიპოლიტიკოსები კულუარებში გაიძახიან, დღეს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის და რაღა ჩვენ ქართველებმა ავიტეხეთ ეს დამოუკიდებლობაო, ან რა მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი კონსტიტუციით იქნება მოწყობილი ქვეყნაო??? მათტვის მთავარია რომ სამშობლოს გაყიდვის უფლება ჰქონდეთ და ამით ბევრი ფული აკეთოთნ. ასეთი აზროვნება, არის იმისი მტკიცება, რომ საქართველოში დღეს ქართველი პოლიტიკოსები აღარ არიან და რომ ქვეყანას მართავენ მხოლოდ რუსეთისა და ამერიკის გლობალისტი მარიონეტები. ამიტომ პოსტ-საბჭოთა საქართველოში ამ 25 წლის განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას არ გატარებია არავითარი ეროვნული პოლიტიკა.
1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის სამიტიდან მოყოლებული 2014 წლამდე, საქართველოს მიმართ არსებობდა ამერიკისა და რუსეთის, არცთუ საიდუმლო პარტნიორობა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ სათავეებშივე საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო შეთქმულება ჩაუდო. ამერიკა მართალია ცივი ომის რიტორიკას ისევ აგრძელებდა რუსეთის მიმართ, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის საქმეებში იგი სიტყვით, რომ ვითომ საქართველოს უჭერდა მხარს, საქმით პირიქით ყოველთვის რუსეთის მხარეს იდგა. დასავლეთი საქართველოს იყენებდა ცივი ომის ერთერთ პოლიგონად, რასაც არამცთუ არაფერი საერთო არ ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, არამედ რაც საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის ადრინდელი საბჭოთა ოკუპაცაზე არანაკლებ საზიანო იყო. საქართველო ამ 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ორი ნიანგის ხახაში. რუსეთისა და ამერიკის ასეთმა პარტნიორობამ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე აღარ გააჭაჭანა არცერთი ეროვნულპოლიტიკური პარტია ან ეროვნული ლიდერი. ამან საქართველო დაამსგავსა იმ გლობალიზაციურ სოფელს, რომელშიც ძაღლების სახელით კატებს აყეფებენ.
მიუხედავად იმისა, რომ NNP აქამდე ქართულ პოლიტიკაში არ ჩანდა, იგი არ არის ახალი პოლიტიკური ძალა და არც ტურების ხროვაში შემთხვევით შერეული ახალშობილი ლომის ბოკვერი. NNP არის ბებერი ფაფრიანი ლომი. სხვა სახელებით იგი ადრეც ფიგურირებდა ქართულ პოლიტიკაში და მხოლოდ მის მიერ არის ნამოღვაწარი ყოველივე ის, რაც კი უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის გაკეთებულა. ყველა დანარჩენები კი ამ ეროვნული ძალის ნამოღვაწარს ითვისებდნენ, მის აღმახნულს დაღმა ხნავდნენ და ქვეყანას იმ წუმპესკენ მიაქანებდნენ, რომლისგანაც დღემდე თავი ვერ დაუღწევია. NNP-ს საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკრაინის კრიზისით გამოწვეული რუსეთ ამერიკის ადრინდელი ყოვლისმომცველი პარტნიორობის დასრულების წყალობით.
ეს პარტნიორობა აქამდე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ მათ მარიონეტებს აპარპაშებდა. NNP ამ პოლიტიკური ტურების ხროვაში იმიტომ შეიჭრება, რომ მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირში ჩალა გამოავლოს და თავისი კანონიერად კუთვნილი ლომის წილი ქართველი ხალხის სამართლიანი ხელით მიიღოს. მათ მიერ დაჩაჩანაკებული ქართველი ხალხი თითქმის უკვე შეეგუა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და ფიქრობს: ჯანდაბას სოხუმი და ცხინვალი რომ დავკარგეთ, მაგრამ აქეთ ხომ აღარ გვედავებიან და ამ სირცხვილით მაინც ასე თუ ისე შეგვიძლია არსებობაო. თავს ნუ მოიტყუებთ! თუ წართმეულ ტერიტორიებს არ დავაბრუნებთ, მაშინ რაც დაგვრჩა, იმასაც მალე ისე წაგვართმევენ, რომ გასაქცევი გზაც აღარსად აღარ დაგვრჩება.
საქართველო დამოუკიდებლობის გზას 1921 წლიდან, 70 წლის განმავლობაში ააცდინა ბოლშევიზმმა, 1990 წლიდან დღემდე კი 25 წლის განმავლობაში გარდაქმნამ და გლობალიზაციამ, ანუ რუსეთისა და ამერიკის ავადხსენებულმა პარტნიორობამ. რუსეთისა და ამერიკის ქართველი მარიონეტები ეს 25 წელი წიხლით თელავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და გაძლიერების ყველა შანსს, ოღონდ მალტის სამიტით დაწყებული რუსეთ ამერიკის ასეთი პარტნიორობა ერთი წლის წინ დაასრულა უკრაინის კრიზისმა. დღეს საქართველოდგას ალტერნატივის წინაშე, ან ახლა მაინც აღიდგინოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და თავი ისე დაიცვას, როგორც საუკუნეებიის განმავლობაში იცავდა, ან არა და ინერციით ისევ კუდში გაჰყვეს გლობალიზაციის დინებას და მასთან ერთად დაიღუპოს.
დღეს, NNP-ს უპირველესი საზრუნავი ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენაა. ახლა საკითხი უკვე ასე იმიტომ ისმება, რომ უკრაინის კრიზისში რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირებამ საქართველოს სულ სხვა მხრიდან შეუქმნა ისეთი საფრთხეები, რომელიც ქართველ ერს უახლოესი 5 წლის განმავლობაში სრული ფიზიკური განადგურებით ემუქრება.
გლობალიზაცია ნეოკოლონილიზმის ახალი ფორმაა. მან აშშ-ს ეკონომიკას ისეთი პრივილეგიები მისცა, რომ დღეს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი აღემატება ერთად აღებული მსოფლიოს ყველა დანარჩენი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმარუსეთის სამხედრო ბიუჯეტი, 5%-მდე გაზარდა, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს მაინც ათჯერ ჩამორჩება. ცივი ომის აუცილებელი პირობა კი სამხედრო პარიტეტი იყო. ამ პარიტეტის დარღვევის გამო, რუსეთი და ამერიკა ცივ ომში უკვე ვეღარ დაბრუნდებიან. თუ ობამას ცივ ომში დაბრუნება უნდა, მაშინ მან ამერიკის სამხედრო ბიუჯეტიდან პუტინის სამხედრო ბიუჯეტში ყოველწლიურად 300 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადარიცხოს და აბა ამას ხომ არ იზავს? ამისი ალტერნატივა კი დღეს უკვე რუსეთსა და ამერიკას შორის გარდაუვალი პირდაპირი ომია.
ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებიდან ვიცით ის, რაზეც დღემდე წარმოდგენა არც ბარაკ ობამას აქვს და არც ვლადიმერ პუტინს. ისინი უკან უკვე ვეღარ დაიხევენ და მათ შორის უახლოესი ხუთი წლის განმავლობასი გარდაუვალია პირდაპირი ომი. ამ ომზე უკვე ბევრი ლაპარაკობს და მას უკვე ასიმეტრიული ბირთვული ომის სახელიც კი დაარქვეს. ამ ომის აჩრდილს დღეს ყველა ხედავს, მაგრამ იგი მხოლოდ აჩრდილი ჰგონიათ. ჩვენს გარდა არავინ იცის, რომ ეს ომი მართლა მოხდება. ამისი მიზეზი, არის 26 წლის წინ მალტის სამიტზე შევარდნაძის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საწინააღმდეგოდ ჩადებული დაყოვნებული მოქმედების ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა აფეთქებულიყო და რომელიც, როგორც მოვლენების უკანასკნელი განვითარება უჩვენებს, უკვე 2020 წლამდე აფეთქდება.
პუტინმა დაიწყო რუსეთის არმიის წარმატებული მოდერნიზაცია. რუსეთი უკვე შვიდ ახალ ატომურ წყალქვეშა ნავს აგებს, უკვე დაიწყო მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების წარმოება, შეიქმნა ახალი სარაკეტო სისტემები ბულავა იარსი ისკანდერი და ა. შ, შექმნა ახალი ტანკები პრორივი და არმადა, უკვე მწყობრში შეიყვანეს მოდერნიზებული 35 ზებგერითი ატომური სტრატეგიული ბომბადმშენი ტუ 160 და 2020 წლამდე მათმა რიცხვმა 150-ს უნდა მიაღწიოს. ოღონდ რუსეთის 70 მილიარდიანი ბიუჯეტი არ არის საკმარისი პარიტეტის აღსადგგენად და პუტინის თავგამოდება გახდება მაპროვოცირებელი ამერიკისთვის იმისა, რომ მანამ სანამ რუსეთი მოასწრებს თავისი სამხედრო ძალების გადაიარაღებას, იმისი იმედით, რომ იგი ვერ უპასუხებს ამერიკის დარტყმას, ამერიკა პირველი თვითონ მიიტანს რუსეთზე მასირებულ ბირთვულ დარტყმას.
ეს დარტყმა მოსპობს რუსეთს, როგორც სამხედრო ზესახელმწიფოს. ნატოს ქვეყნები მართლა მოიგერიებენ რუსული ბირთვულიუკუდარტყმის 90%-ზე მეტს, მაგრამ მათი რწმენის საწინააღმდეგოდ ყველას ვერა. როგორც კი დასავლეთი იწვნევს რუსეთის ბირთვულ უკუდარტყმას, აღარ გააგრძელებს ომს რუსეთის საბოლოო დამარცხებამდე. ომის დაწყებას უცხოპლანეტელებს ან ისევ სააკაშვილის გადააბრალებს და მოსკოვს დაუზავდება. ოღონდ ამის შემდეგ პუტინმა და ბარაკ ობამას პოლიტიკურმა მემკვიდრემ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მათ შორის დაწყებულ ახალ მეგობრობაზე, ორივეს მატარებელი უკვე დიდი ხნის წასული იქნება. დასავლეთი გაცილებით ნაკლებ ზარალს ნახავს, მაგრამ რუსეთის საპასუხო ბირთვული დარტყმა საკმარისი იქნება დასავლეთში გრანდიოზული ეკონომიკური კრიზისის გამოსაწვევად. ეს წერტილს დაუსვავს ამერიკის ტოტალურ ფინანსურ გავლენას მთელ მსოფლიოზე, დაასრულებს გლობალიზაციის ეპოქას, როგორც ასეთს და ჩამოშლის ნატოს.
ნატოს წევრი ქვეყნებიდან თურქეთი, რომელმაც ჯერ კარიბის კრიზისის დროს კუბასთან ერთად მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები, ერთადერთი გადაურჩება რუსეთის საპასუხო ბირთვულ დარტყმას. იგი ნატოს ჩამოშლისთანავე დაიპყრობს საბერძნეთს, ბულგარეთს, შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს, ყირიმისა და დასავლეთ საქართველოს ჩათვლით. რუსეთი ჩინეთის სასარგებლოდ დაჰკარგავს მთელ ციმბირს.არაბები, ირანთან ერთად, მოსპობენ საუდის არაბეთს, გადაქელავენ ისრაელს და სომხეთის გავლით აღმოსავლეთ საქართველოშიც შემოიჭრებიან. ირანი შეიერთებს აზერბაიჯანს.
ამერიკის ბირთვული დარტყმის შედეგად, რუსეთის ცენტრალურ დაბლობ რეგიონებზე უფრო ნაკლებად დაზიანდება მთიანი ჩრდილოეთ კავკასია. ჩრდილოეთკავკასიელი მუსულმანთა შეიარაღებული ბანდები არაბებთან ერთად ჯიხადით შემოესევა აღმოსავლეთ საქართველოს. ეს იქნება საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე დიდი ლეკიანობა და არაბობაც. იმ უბედურებასთან შედარებით, რაც თბილისს, ასეთ შემთხვევაში მოელის, მონაგონი იქნება სოხუმის დაცემა და ქართველთა მოჭრილი თავებით მაშინდელი ფეხბურთის თამაშები. აბა დასავლეთმა საიდან იცის, ან დასავლეთს რაში აინტერესებს საქართველოს ის მწარე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილიბა რაც დაკავშირებულია დიდთურქობასთან, არაბობასთან, ყიზილბაშობასთან და ლეკიანობასთან? ამიტომ NNP-ს პრიორიტეტია საქართველოს თავდაცვის იმ დონეზე აყვანა და ქირურგიული სიზუსტით ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარება, რაც ამ საფრთხეების პრევენციისთვის არის აუცილებელი. ამისათვის კი აუცილებელია ხელისუფლების ხელში აღება და ყოველივე ამის ორგანიზება.
საქართველოში დღეს გახმაურებულია სამი გზიდან, ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება და ნეიტრალიტეტი, არცერთი არ არის სწორი. სამივე ამ კონცეფციას საფუძვლად უდევს საქართველოს ეროვნულ თავდაცვაზე აპრიორ უარის თქმა და საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასი სამხედრო კასტრირება. აბა დაფიქრდით, დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლის გამართვის ნაცვლად, თურქების წინაშე მარტო ბიზანტიასთან მოკავშორეობით რომ ეკვეხნა და ან ეთქვა ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და თითსაც ვერ დაგვაკარებთო, განა შესძლებდა იგი ამით საქართველოს გადარჩენას? საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა მაშინ დიდგორის ველზე თურქებისათვის თავზარისდამცები 56 ათასი ქართული ხმლის აელვება იყო.
დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს იმდენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაც კი აღარ შერჩათ, რაც საქართველოს 2300 წლის წინათ ქრისტესშობამდე ჰქონდა. ფარნავაზ მეფემ შექმნა ქართული ანბანი, ანუ ერი გაანათლა, დადგა არმაზის კერპი, ანუ შექმნა მაშინდელი ეროვნულიიდოლოგია, დიღმის ტყეში იპოვა განძი და მოაგვარა სახელმწიფო ფინანსების საქმე, მცხეთის სარკინეში ააწყო მაშინდელი სამხედრო მრეწველობა. ეს, არის სახელმწიფოს შექმნის მთავარი საფუძვლები. დევანდელ საქართველოში კი ესსაფუძვლები არამარტო გამოცლილია, არამედ ჩვენსადმი მტრული ზრახვების მქონე უცხო სახელმწიფოთა ყოვლისმომცველი ზეგავლენით, ასევე დაგმობილიცაა. დღეს მთავარსარდლად ქალი წამოგვასვეს, მაგრამ არც მისი წიმამორბედი მამაკაცი მთავარსარდალი იყო დიდი ბედენა. მან განაცხადა საქართველოს არ სჭირდება სამხედრო საზღვაო ფლოტი და სამხედრო საჰაერო ძალებიო. დაიმახსოვრეთ! ის საზღვაო ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ფლოტი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაჰკარგავს ზღვას, ხოლო ის ქვეყანა რომელსაც არ გააჩნია სამხედრო საჰაერო ძალები, ამ ცის ქვეშ დაჰკარგავს თავის ადგილს!
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაყალბდა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის ყალბი აქტით და სსრ კავშირის დაშლის შემდეგ კი შევარდნაძის 1992-95 წლების პარლამენტის მიერ ეროვნული კონსტიტუციის გაყალბებით. ამითვე გადაწყდა ის, რომ დღევანდელ საქართველო, არის არა 1918-21 წლების თავისუფალი საქართველოს სამართალმემკვიდრე, არამედ გახდა რუსეთის მონობაში მყოფი საქართველოს სსრ-ს სამართალმემკვიდრე. ამის გამო ჩვენ ერთის მხრივ ისევ ის რუსეთი გვეპყრობა მტრად, რომელსაც საქართველოს 70 წლიანი ოკუპაციისთვის პასუხი აღარმოეთხოვა, მეორეს მხრივ, ამერიკაც განგვიხილავს ისე, როგორც მის მიერ ვითომდა ცივ ომში დამარცხებული სსრ კავშირის ერთერთ ყოფილ სუბიექტს, ანუ როგორც მის მიერ ომში დამარცხებულ ისეთ ქვეყანად, რომელსაც შეუძლია აკადროს ყველაფერი. ასე გაბითურებულ საქართველოს ამერიკამ და რუსეთმა დაუწესეს სამხედრო ქვოტები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ აკრძალული გვაქვს მაგალითად 200-ზე მეტი ტანკის ყოლა. ეს მაშინ, როცა ჩვენს ერთერთ ისტორულ მტერს თურქეთს 3 800 ტანკი ჰყავს და ერთ დღეში შეუძლია ჩვენი გადათელა. საქართველოს ასევე დაწესებული აქვს ეკონომიკური განვითარების შემზღუდავი ფარული ქვოტები.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და გაძლიერებისათვის უკვე საჭიროა დღეს არსებული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მთელი სპექტრის აკრძალვა და თუნდაც იგივე ხალხით, ახალი ნამდვილი ეროვნული პარტიების პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება. აქ პრობლემას წარმოადგენენ არა იმდენად ცალკეული ადამიანები, რამდენადაც ანტიკონსტიტუციური სისტემა ანუ მატარებელი, რომლშიც ისინი 25 წლის წინ ჩასხეს. ამიტომ საჭირო არა ამ მატარებლის მგზავრების დახვრეტა, რასაც ისინი სხვათაშორის სავსებით იმსახურებენ, არამედ თვითონ ამ მატარებლის ეროვნული მიმართულებით შემობრუნება. ამის გასაგებად წარმოიდგინეთ თელავისკენ მიმავალი მატარებელი, რომელსაც ზედ აწერია ბათუმში მიდისო და მგზავრები, რომლებსაც ხელში პლაკატები უჭირავთ - წინ ბათუმისკენო! ეს მატარებელი ბათუმში ვერაფრით ვერ ჩავა, მანამ სანამ მას თელავისკენ მიმავალი რელსებიდან ბათუმისკენ მიმავალ რელსებზე არ შემოვაბრუნებთ. NNP-ს დანიშნულებაა ამ მატარებლის სწორი მიმართულებით შემობრუნება. იგი ამას ვერ გააკეთებს მარტო შეგონებებთ, იმიტომ, რომ ამ მგლების თავზე რამდენიც არ უნდა იკითხო სახარება, ისინი მაინც ცხვრისკენ იყურებიან. ამიტომ საჭიროა არჩევნებში მათი დამარცხება, რაც ადვილზე ადვილი საქმეა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი კანონიერად ალაგმვა და ეროვნული მუდმივ-მოქმედი კონსტიტუციურ პრინციპებზე ხელშეწყობა ახალი ეროვნული პარტიების ჩამოყალიბებისათვის.
NNP აღადგენს საქართველოს ნამდვილ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, აღადგენს მის ტერიტორიულ მთლიანობას, იგი საქართველოს ისევ აქცევს რეგიონის უძლიერეს სამხედრო სახელმწიფოდ, ოღონდ მანამ სანამ ქართველი ერი არ გაითავისებს თავისი ეროვნული მუდმივ-მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, აუცილებელი იქნება ეროვნული კონსტიტუციური იმ წესრიგის დამყარება, რა წესრიგსაც გვკარნახობს საომარ მდგომარეობაში ან აჯანყების დროს თვითონ ეროვნული კონსტიტუცია. ეს იმიტომ, რომ დღეს 94 წლიანი მუდმივ-უწყვეტი საბჭოთა და საბჭოთა სამართალმემკვიდრეობითი ოკუპაცია - ანექსიაა და ქვეყანაში დღეს უკვე აღარ არსებობს აღარც ეროვნული პოლიტიკური პარტიების სპექტრი და აღარც სამოქალაქო საზოგადოება.
საქრთველოს ნამდვილი კონსტიტუციის 52 მუხლით ხელწიფება ეკუთვნის მთელ ერს. შევარდნაძის საბჭოთა რეფორმირებული, დანაშაულებრივი კონსტიტუციით კი ხალხი მხოლოდ ხელისუფლების წყაროა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაკხს მხოლოდ ერთ დღეს აქვს პოლიტიკური უფლებები და ისიც ერთი ან მეორე ანტიეროვნული პოლიტიკური ძალის ასარჩევად და შემდეგ არჩევნებამდე ხელისუფლების მოქმედებას ვერ გააკონტროლებს. ამით გამათხოვრებულ და ბოლომდე დაჩაჩანაკებულ-დავალიანებულ ხალხს დღეს პოლიტიკა და ქვეყნის პატრონობა აღარც აინტერესებს. ამიტომ არის ხელისუფლებაში ისეთი მართლი და ძლიერი ეროვნული პოლიტიკური ძალის მოსვლა, რომელიც ამ ქვეყანას მისივე ეროვნული კონსტიტუციის შესაბამისად კონსტიტუციურადვე, თავიდან თუნდაც მკაცრი კონსტიტუციური პრინციპებით, ძალით დაალაგებს.
NNP-ს ხელისუფლება პირველ რიგში გადამჭრელი ეროვნული რეფორმებით საქართველოს უბადრუკ ეკონომიკურ მდგომარეობას მოაგვარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოხმარების შიდა პროდუქტის - მშპს ზრდა პირველსავე წელს იქნება, არა ორი და სამი პროცენტი, არამედ 300% და დღევანდელი $ 26 მილიარდიდან გაიზრდება $ 78 მილიარდამდე. NNP-ს ეს ერთი შეხედვით უტოპიური და ფანტასტიკური ეკონომიკური გეგმა, იმდენად ლოგიკური და მარტივია, რომ მას სკოლის მოსწავლეც ადვილად გაიგებს.
დღეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს მისთვის დაწესებული ქვოტები, უფულობა და ხალხის დავალიანება, რის გამოც უმრავლესობა ან უმუშევარი და გამათხოვრებულია, ან არა და ცდება ნაკლებადღირებულ საქმიანობაზე. იმისათვის, რომ მშპ დღევანდელი $26 მილიარდიდან $78 მილიარდამდე გაიზარდოს, ქართველ კაცს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ერთმა ქართველმა შესძლოს იმ პროდუქციის მეოთხედი მაინც აწარმოოს, რასაც დღეს ერთი ებრაელი აწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ერთი ებრაელი დღეში ხნავს 4 ჰექტარ მიწას, მაშინ ქართველმა 1 ჰექტარი მიწა მაინც უნდა მოხნას, თუ ერთი ებრაელი კალატოზი დღეში აწყობს 2 კუბურ მეტრ აგურს, ქართველმა კალატოზმა ნახევარი კუბური მეტრი აგური მაინც უნდა დაალაგოს და ა. შ. განა ეს ასე ძნელი გასაგებია?!
დღეს 8 მილიონიანი ისრაელის მშპ შეადგენს $ 270 მილიარდს. ასე, რომ თუ ერთი ქართველი იმ პროდუქციის მეოთხედს მაინც შექმნის რასაც ერთი ებრაელი ქმნის, მაშინ 4 მილიონიანი საქართველოს მშპ უკვე გახდება $ 67,5 მილიარდი და თუ ოდნავ მეტადადაც გავირჯებით, მაშინ არც $78 მილიარდის მიღწევა გაგვიჭირდება. ეს არის ელემენტარული არითმეტიკა.
$ 78 მილიარდიანი მშპს მიღწევა NNP-ს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა მინიმუმია. ამისი მიზეზი, არის არა სიტყვა „მინდა“, არამედ სიტყვები - ეს ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენისა, თავდაცვის უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი და სხვანაირად არც შეძლება. ეს პროგრამა, არის ზუსტად ისეთივე ხერხი, როგორი ხერხითაც დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის დროს თავის ჯარს უკან დასახევი გზა გადაუჭრა და თქვა: სიკვდილი ან გამარჯვებაო!
საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტი ამოდის $ 26 მილიარდიანი მშპ-დან. $ 78 მილიარდიანი მშპ კი საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტში სოციალური პროგრამები გავაორმაგოთ. მაგალითად პენსიონერებს 150 ლარის ნაცვლად 300 ლარი მივცეთ და ა. შ. და იმავდროულად საქართველოს $ 0,38 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი 50-ჯერ ანუ $ 19 მილიარდამდე გავზარდოთ. ანუ ჩვენ ეროვნულ შემოსავალს გავასამმაგებთ იმ მიზნით, რომ ცხოვრების დონე გავაორმაგოთ და სამხედრო ბიუჯეტი 50-ჯერ გავზარდოთ.
დღეს თურქეთის მშპ $ 1100 მილიარდია, სამხედრო ბიუჯეტი კი $ 18 მილიარდს შეადგენს. ისრაელის მშპ $ 270 მილიარდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მშპ თურქეთის მშპზე ოთხჯერ ნაკლებია, ისრალს აქვს თითქმის თურქეთის ტოლი $ 17 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი. ეს, არის იმისი მაგალითი თუ პატარა ისრაელმა, რომელსაც თურქეთზე გაცილებით უფრო მეტი სამხედრო საფრთხეები ჰქონდა, როგორ შემოიჭირა ქამარი და ამ სამხედრო საფრთხეების შესაბამისად როგორ გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი.
ნათქვამია ზოგი ჭირი მარგებელიაო. იმ გაჭირვებამ, რაც ქართველმა ხალხმა ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში გადაიტანა, ჩვენი ხალხი ერთგვარად გამოაწრთო კიდეც. თუკი ქართველი კაცი დღევანდელ დუხჭირ მდგომარეობას როგორღაც იტანს, მაშინ მან დროებით უდრტვინველად უნდა გაუძლოს დღევანდელზე ორჯერ უფრო უკეთეს ცხოვრებას. ე. ი. თუ დღეს პენსიონერს 150 ლარიანი პენსიით გააქვს თავი, მაშინ მან მითუმეტეს 300 ლარიანი პენსიითაც ცოტა ხანს უპრეტენზიოდ უნდა გაიტანოს თავი. ებრაელი 300 ლარიანი პენსიით თავს ვერ გაიტანს და უძლიერეს ეროვნულ აქტიობასთან ერთად ჩვენი ხალხის გამოწრთობილი გამძლეობა მოგვცემს იმის საფუძველს, რომ თავდაცვის უზრუნველყოფის საქმეში ვაჯობებთთ თურქეთსაც და ისრაელსაც.
დღევანდელი კაცობრიობა ვერ ათვითცნობიერებს იმას, რომ ბირთვულმა ერამ და გლობალიზაციამ კონვენციულ თანამედროვე სამხედრო შეარაღებას დიდი დაღი დაასვა. ვითომდა მოწინავე თანამედროვე იარაღი, ამერიკული იქნება ეს თუ რუსული, ძვირი და გაღებულ ხარჯებთან შედარებით ბრძოლისთვის ნაკებადგამოსადეგარია. ეს იარაღი უმთავრესად კომერციული პრიორიტეტებით არის შექმნილი და არაბი შეიხებისათვის მისაყიდ ძვირფას სათამაშოებს უფრო წააგავს ვიდრე ნამდვილ საბრძოლო იარაღს.
მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მ აწარმოა 300 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი. რუზველტს ამ საქმეში მაშინ ბევრად არც სტალინი არ ჩამორჩა. მაშინ, როცა ჰიტლერმა სსრ კავშირს მხოლოდ 4 ათასი გერმანული თვითმფრინავით შეუტია, სტალინმა ომის განმავლობაში ათი ათასობით საბრძოლო თვითმფრინავის გამოშვება შესძლო. დღეს აშშ-ს მხოლოდ 2 207 ავიაგამანადგურებლი აქვს. რუსეთს 749. ასე, რომ თვით ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო მონსტრებიც კი, როგორიც აშშ და რუსეთია, სინამდვილეში პრაქტიკულად დაუცველნი არიან. ასეთივე უბადრუკ დღეშია დღეს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და მათი მოჩვენებითი სამხედრო სიძლერე მხოლოდ ისეთ შეუიარაღებელ ერებს სცემს თავზარს, როგორიც დღეს თუნდაც საქართველოა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს არცერთი ზებგერითი ავიაგამანადგურებელი არ ჰქონდა და რუსეთმა ამიტომ დაგვჯაბნა. ამ მხრივ ცოტა უკეთესად აზროვნებს ისრაელი. მაგალითად, მაშინ როცა 320 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკას მხოლოდ 8 848 ტანკი აქვს, არცთუ 8 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ისრაელს 4 170 ტანკი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ერთ ებრაელს ერთ ამერიკელზე ოცჯერ მეტი ტანკი აქვ!!!
პრეზიდენტ რუზველტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ვითომდა უძლევალი სამხედრო ძალები ენახა, პროტესტის ნიშნად თავს ჩამოიხრჩობდა. სტალინს რომ დღეს რუსეთის ასევე ვითომდა უძლეველი არმიის შეიარაღება ენახა, ყველა გენერალს და სამხედრო მრეწველობის მეთაურებს დახვრეტდა. კაცობრიობის ისტორია, ომების ისტორიაა, მაგრამ კაცობრიობას ახასიათებს დროდადრო სტრატეგიული აზროვნების მოდუნება. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული საფრანგეთი დარწმუნებული იყო, რომ თითქოს გერმანიის ლუფტვაფე საფრანგეთის ავიაციას ვერ დაამარცხებდა, მაგრამ რეალობა ფრანგების ასეთი უსაფუძვლო თვითდაჯერების დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყო. ბერძნებმა მარათონის ბრძოლა სპარსელებს იმით მოუგეს, რომ მოიგონეს ჰოპლიტების მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარი, სპარსელების მთავარი დამრტყმელი ძალა ბსუბუქად შეარაღებული კავალერია იყო. სპარსელებმა გარგამელას ბრძოლაც მათი ვითომდა უძლეველი საბრძოლო ეტლების გამო წააგეს. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა გარგამელას ბრძოლაში სპარსელთა საბრძოლო ეტლები ადვილად მოიგერია, საბრძოლო ეტლები უკვე მსოფლიოს აღარც ერთ არმიას აღარ გამოუყენებია. მეხუთე საუკუნეში ჰუნებმა მოიგონეს ცხენის უზანგები და ამ უბრალო ინოვაციით არა მარტო რომის იმპერია გაანადგურეს, არამედ თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო დაიპყრეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიარაღების სტანდარტებს ადგენდა აშშ, რომელიც მევახშეა და არა მეომარი. დანარჩენი მსოფლიოც, მათ შორის რუსეთიც მაიმუნის მსგავსად ბრმად ახდენდა ამერიკული იარაღის კოპირებას. ამის შედეგად დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ისთივე “უძლეველი“ იარაღით არის შეიარაღებული, როგორიც სპარსელების ვითომდა უძლეველი საბრძოლო ეტლები იყო გორგამელას ბრძოლაში. ის ერი, რომელიც საღი თვალით გადააფასებს დღევანდელ სამხედრო შეიარაღების მიმართულებას და საჭირო ინოვაციას მიაგნებს, წარმოუდგენელად ადვილად დაამარცხებს დღევანდელი მსოფლიოს ვითომდა ყველაზე ძლევამოსილ არმიებს. ეს შეიძლება ცივ
|