ბიჭებო რა ხდება ეხლა , პოლოს არ ვყიდი, მარა იდეაში მეორე მანქანად მინდა რამე რაზდატკიანი 4x4ზე მანქანა. თან პოლოს დავინდობ ცოტა
პაჯერო მინი და ჯუნიორი მომწონს ძაან, მარა მარჯვენა საჭე როა ეგ ტეხს მაგრად
მოკლედ ვფიქრობ რო ვიყიდო მინი და გადავატანინო საჭე.
ეხლა რა მაინტერესებს:
ვინმეს ხო არ გყავთ მინი ან ჯუნიორი საჭეგადატანილი? ან თუნდაც იო. ექსპულატაციაში როგორია?
ოფროუდზე რო ვაჯლიგინო მოეკითხება მალე გადატანილ საჭეს? თითქოს იოზე კარგად უძლებს ჯლიგინსო ამბობენ და რავიცი...
ან თუ ვერ გაუძლებს ოფროუდს რა არის მაგის მიზეზი? რულავოის ვერ ამაგრბენ და ასვარკებენ კარგად? ტორპედოზე კიდე ცოტა მეტი სილიკონი რო წავასმევინო არა? თუ მაინც ლეღვობა იქნება და სამურაის მივაწვე
ეხლა არ დაიწყოთ მიეჩვევი 1 დღეში, თვალები მარცხნივ გადაგიბარგდება და ეგეთები. მარტო გადატანაზე მაინტერესებს