27 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება წრიული რბოლის V ეტაპის, II რბოლა.
გთავაზობთ განრიგს:
• Touring Light – 14:30
• Legends – 15:20
• Formula Alfa – 16:05
• BMW Compact – 16:50
• Motorbikes – 17:35
BMW Compact Cup-ის გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“ და „შელის“ საავტომობილო ზეთები, რომელმაც საპრიზო ფონდი დააწესა საუკეთესო პილოტებისთვის ამ კლასში.
ღონისძიების ბმული ფეისბუკზე:
http://on.fb.me/1LlR2WAღონისძიების ბმული ვებ-საიტზე:
http://bit.ly/1OCqfGHმოიწვიეთ მეგობრები და ერთად დაესწარით შემოდგომის სეზონის პირველ რბოლას
* * *
!!! მედიის აუცილებელი საკითხავი !!!
წრიული რბოლების V ეტაპზე (26-27 სექტემბერს) მედიის აკრედიტაცია მოხდება პირველ ფოტოზე აღნიშნულ შემოსასვლელში (ე.წ "შლაგბაუმებთან").
აკრედიტაციის გავლის შემდეგ (მიუთითებთ სახელს და გვარს, მედიის ტიპს, ორგანიზაციას, საიტს, ბლოგს და სხვა) გადმოგეცემათ "ბეიჯები" და უსაფრთხოების ჟილეტები. შეჯიბრის დასრულებისთანავე უსაფრთხოების ჟილეტებს დააბრუნებთ იმავე ადგილას, ხოლო "ბეიჯები" თქვენი საკუთრება გახდება, რითიც შეძლებთ მთელი სარბოლო სეზონის განმავლობაში სარგებლობას.
პ.ს სეზონის გახსნაზე აკრედიტირებულ მედიას - ვისაც გაგაჩნიათ მეორე ფოტოზე მოცემული "ბეიჯი", აღარ მოგიწევთ აკრედიტაციის ხელახლა გავლა, მთავარია თან იქონიოთ აღნიშნული "ბეიჯი", ადგილზე აიღოთ უსაფრთხოების ჟილეტი და სარბოლო მონაკვეთის ნებისმიერ უსაფრთხო ზონაში უპრობლემოდ შეძლებთ გადაადგილებას, აკრედიტაციის გარეშე!

This post has been edited by RustaviMotorpark on 18 Sep 2015, 15:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)