#45750373 · 22 Sep 2015, 19:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დაახლოებით 12 საათზე მცხეთასთან თანამშრომელის მანქანა გააჩერა პატრულმა. საბუთების შემოწმების შემდეგ მფლობელს განუცხადეს, თქვენი მანქანა ძებნაშია სთ-პარკის ჯარიმის გადაუხდელობის გამოო გამოუძახეს ეროვნული აღსრულების ბიუროს ოფიცერს და მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. როგორც გაირკვა მარტში გამოწერილი ჯარიმის ქვითარის მიღებაზე, ოჯახის რომელიღაც წევრს ხელი მოუწერია. მოკლედ 312 ლარი და 5,5 საათი დაჯდა მანქანის გამოსყიდვა. ვინმემ ამიხსენით, რა უფლებით ერევა ორი სახელმწიფო უწყება, პატრული და აღსრულების ბიურო, რაღაც უკანონო, თაღლითური სტრუქტურის (შპს სთ-პარკი) და კერძო პირის ვალის ამოღებაში. რატომ მიდის გადასახადის გადამხდელების ფული, კორუფციაში და თაღლითობაში შემჩნეული, ისედაც მოსახლეობის კისერზე წურბელასავით მჯდარი კერძო ორგანიზაციის გამდიდრებაზე?
--------------------
ყლეობა შემოვხაზეთ! ამჯერადაც ###ობას შემოვხაზავთ! ქოცს+ნაცი=69
|