თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით, კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. 
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები.
მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიან მანქანებს კრძალავს, რადგანაც ისინი გარკვეული თვალსაზრისით მოძრაობას აფერხებენ.
„ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და მის მაქსიმალურ მხარდაჭერას, ამას რა თქმა უნდა, ვგეგმავთ და იმ ახალი ავტობუსების კვალობაზე, რომლებსაც დედაქალაქში შემოიტანენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტი ხელშეწყობა მოხდება“, - განაცხადა ნარმანიამ. 
მისივე თქმით, კვლევა, რომელსაც სპეციალური ორგანიზაცია ატარებს, სპეციალური ნაწილის კვლევას ითვალისწინებს, რაც ქალაქის ცალკეულ უბნებში ე.წ. ავტობუსების ზოლის გაკეთებას გულისხმობს. 
ნარმანიას თქმით, შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერიას ექნება ჩამოყალილბებული პოზიცია, თუმცა ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდაჭერილი, ამაზე მერიას გადაწვეტილება მიღებული აქვს.
„ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსოპორტი მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდაჭერილი, ამაზე გადაწვეტილება მიღებულია და ცალკეული ტიპის ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ, ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები უნდა აიკრძალოს.
წყარომარჯვენასაჭიანები აფერხებენ მარტო მოძრაობას თურმე 
