მოკლედ რომ ვთქვათ, ნუ გაახურეო შენი ვაი-დახარ-ჯვებითო რა ...
„დახარჯე იმიტომ, რომ - მოგეგო. უხდიდი იმიტომ, რომ - ეყუჩათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდი, რომ საყდრისზე ადრე აგაფეთქებდნენ“
22 სექტემბერი 19:42453
მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარე, საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი ნუგზარ სულაშვილი „ფეისბუქში“ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„მილიონზე მეტ, გაჭირვებისგან იძულებით გახიზნულ ემიგრანტს, ცრემლებით დასველებულ ბალიშიზე ეღვეძიება და სქართველოს მიწას, ახლა უკვე, მხოლოდ გულზე დასაყრელად ნატრობს...
ვიღაც ხორცის მაღაზიასთან ჩერდება და იცის, რომ ის, იმ ადამიანთა კატეგორიაა, რომლის ფასიც ზიგენის ულუფაზე გაცილებით უფრო იაფია...
შენ კი ზიხარ სასახლეში, გეშინია ქუჩაში ცხვირის გამოყოფის და ითვლი მილიარდებს : ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი და აი უკვე შვიდი...
მერე ჯიუტად საკუთარ თავს არწმუნებ, რომ 7 მილიარდ ადამიანთა შორის, შენც ადამიანი ხარ...
დახარჯე იმიტომ, რომ - მოგეგო.
უხდიდი იმიტომ, რომ - ეყუჩათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდი რომ საყდრისზე ადრე აგაფეთქებდნენ“, - წერს სულაშვილი.
http://news.ge/ge/news/story/153236-dakhar...pes=og.comments