კახეთის საინფორმაციო ცენტრის განმარტება
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 20:25
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე 22 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია „კარდენახში ვაზი გაჩეხეს“. სტატიაში სოფელ კარდენახში მცხოვრები გელა გრიშენკო აცხადებს, რომ 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ახლადგაშენებული ვენახის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კარდენახში, გაჩეხილ ვენახში მივიდა და განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, 0.25 ჰექტარი, სადაც ვაზი რამდენიმე დღის წინ არის გაჩეხილი, არ ეკუთვნის გელა გრიშენკოს და მიწის ნაკვეთი გოდერძი დოლენჯაშვილის საკუთრებაა. გუბერნატორს თან გოდერძი დოლენჯაშვილიც ახლდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა. იქიდან გამომდინარე, რომ გოდერძი დოლენჯაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საუბარი არ შეუძლია, მისმა მეზობელმა აღნიშნა, რომ 0.25 ჰექტარზე სუფრის ყურძენი იყო გაშენებული, რომელიც მოძველდა და იმიტომ გაჩეხეს, რომ ახალი ვაზი დარგონ.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, რაც შეეხება გრიშენკოს მიერ ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვას, გრიშენკომ სულ რამდენიმე ძირი ვაზი გადაჭრა და არ გაუჩეხავს.
გუბერნატორის განცხადებით, გელა გრიშენკო კარდენახელი ნუნუ გრიშენკოს შვილია და ორივენი მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებში და არ მოშორებიან გიორგი ღვინიაშვილს.
„კახელი გლეხი ვაზს არ ჩეხავს და ეს დარგი არის მომგებიანი. ამ დარგის გასაჯანსაღებლად მთავრობა აკეთებს ყველაფერს“, – განაცხადა შიოლაშვილმა.
http://ick.ge/rubrics/economics/23845-i.htmlარადა რა ცრემლები იღვარა ამ ფორუმშიც