პირველად საქართველოს ისტორიაში--საქართველოს ფიდერით მოთევზავეთა ეროვნული ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში "მეგობრობის თასი",რომელიც ტარდება ბელორუსიში,კერძოდ ზასლავსკის ოლიმპიურ სანიჩბოსნო არხში.
თვითონ ეს ტურნირი არის საკმაოდ წარმომადგენლობითი--იქ იღებს მონაწილეობა ყველა ის სპორტსმენი ბელორუსიიდან,უკრაინიდან,მოლდოვიდან,ბალტიისპირეთის ქვეყბნებიდან--რომლებსაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობისა და ასევე 2012 წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონები ფიდერით თევზაობაში--რუსეთის ნაკრები.
უკვე 3 წელია არსებობს საქართველოს ფიდერით სპორტული თევზაობის ეროვნული ფედერაცია და ატარებს შიდა სარეიტინგო ტურნირებს,საქართველოს თასს და საქართველოს ჩემპიონატს.შეჯიბრებები ტარდება საერთაშორისო წესების დაცვით რომლებსაც ადგენს სპორტული თევზაობის საერთაშორისო ფედერაცია- FIPSED.
http://www.fips-ed.com/fipsed/index.php/en/ ტურნირებზე შეჯიბრებები ტარდება მხოლოდ გუნდური პრინციპით გუნდში არის 5 (ჩვენ შემთხვევაში 3)სპორტსმენი და თითოეულის ნაჩვენები შედეგთა ჯამით ვლინდება გამარჯვებული,ასევე აჯილდოვებენ პირად გამარჯვებულსაც.
ნაჩვენები შედეგის მიხედვით თითოეულ მონაწილეს ენიჭება გარკვეული სარეიტინგო ქულა,რეიტინგს მიხედვით მოხდა ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება-- 10 საუკეთესო სპორტსმენიდან შეკრებებზე შეირჩა ის 6 სპორტსმენი მეთევზე რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ დიდ ტურნირში.
ამაღამ გამგზავრა ჩვენი ნაკრები და ამ წუთას ატარებენ პირველ ვარჯიშს და არხთან გაცნობას,24 და 25 _ში არის ოფივციალური ვარჯიშის დღეები და 26-27-ში კი ტურნირი.
იმის გამო რომ ფედერაციას არა აქვს არანაირი დაფინანსება,წლის დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება რომ --შიდა ტურნირებზე საპრიზო თანხა დაიხარჯებოდა მხოლოდ სიგელებსა და მედლებზე,საჩუქრებზე ვთქვუით უარი,რამაც მოგვცა საშუალება წლის მანძილზე ჩატარებული 6 ტურნირის დროს დაგროვილი თანხა მოგვეხმარა ნაკრების ბელორუსიაში გამგზავრებისთვის.მაგრამ რათქმაუნდა თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა,ვერც სპონსორი მოინახა და მოუწია თითოეულ მონაწილეს საკმაოდ სოლიდური თანხის დამატება საკუთარი ბიუჯეტიდან.
http://s020.radikal.ru/i700/1509/8e/0e1f98c4b589.jpgეს არის ჩვენი ფედერაციის ოფიციალური საიტი და ფორუმი სადაც თვალყურის მიდევნება შეიძლება იქ მიმდინარე მოვლენებზე თუმცა თუ აქაც იქნება დაინტერესება აქაც მოგაწვდით ინფორმაციას.http://sportfishing.ge/
http://sportfishing.ge/forum/index.php?/to...ge-2#entry26237წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პირველ მერცხლებს და აქვე გაგაცნობთ ნაკრების წევრებს.
თენგიზ ბინიაშვილი-ფიდერის ფედერაციის დამფუიძნებელი და პირველი პრეზიდენტი,ამჟამად საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

დიმიტრი ჯარიაშვილი--მთელი ორი წლის გაბნმავლობაში საქართველოს ფიდერით მოთევზავეთა რეიტინგის უცვლელი ლიდერი

არტურ ვართარეზოვი

დავით მარინაშვილი

ზურა ჩაქალოვი

გიგა გაბრიაძე

ასე გამოიყურება ჩვენი ულამაზესი "საქართველოს თასი"
This post has been edited by maomao on 23 Sep 2015, 12:31