აფხაზეთის სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
22:07 23-09-2015
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმს საკუთარ დაქვემდებარებაში მიიღებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე რუსლან ცალიკოვმა განუცხადა.
"მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია მთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებები იმ შეთანხმებათა მიხედვით, რომლებიც ადგენს რეგლამენტს საკითხებისა, რაც სანატორიუმ-კურორტების ფუნქციონირებას უკავშირდება და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მიიღება", - აღნიშნა ცალიკოვმა 2010 წლის რუსეთ-აფხაზეთის "სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების" სამუშაო ჯგუფის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
აფხაზეთში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გუდაუთაში მე-7 რუსეული სამხედრო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოებსაც გაეცნო.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...hi-gadadis.html