უფ, პრობლემები უამრავია. რამდენი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ. მაგრამ რადგან ახალი წელია, ორიგინალური მინდა ვიყო

აგერ ერთი პრობლემა:
http://www.nytimes.com/2016/01/03/opinion/...d=fb-share&_r=0Serendipity - ამ ინგლისურ სიტყვას ქართული შესატყვისი არ გააჩნია. Serendipity აღნიშნავს მოულოდნელი აღმოჩენით აღფრთოვანებას (Serendipity - the thrill of the unexpected discovery). ეს კომპლექსური ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს ეუფლება მიზანმიმართული ძიების გარეშე, თითქოს არსაიდან მოსული სპონტანური მიგნების შედეგად. ადამიანები ამ მახასიათებლის მიხედვით განვსხვავდებით. ზოგიერთის ცხოვრება სავსეა მოულოდნელი აღმოჩენებითა და მათ მიერ გამოწვეული აღფთოვანებით. ზოგი კი ისე მკვახედ არის ჩართული ყოველდღიურ რუტინაში, რომ, სპონტანურობის ხიბლიც კი დავიწყებია.
გთხოვთ, ერთი წამით კომპიუტერს მოწყდეთ და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ:
1. ბოლოს როდის დაგეუფლათ ეს შეგრძნება/მდგომარეობა?
2. როგორ შეცვლიდა თქვენს ამჟამინდელ არსებობას, დღეში მოულოდნელი აღმოჩენით აღფრთოვანება ერთხელ მაინც რომ განგეცადათ?
მოულოდნელი აღმოჩენით აღფთოვანება ბავშვების ერთ ერთი მთავარი საქმიანობაა. მათი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ერთმანეთზე დამატყვევებელი უცნაური მიგნებებით. სამწუხაროდ, ამ უნართან დამშვიდობება ადამიანს ბავშვობაშივე უწევს, რისთვისაც მადლობა ჩვენს ცივილიზაციას, განსაკუთრებით კი თავისუფლების შემზღუდავ ინსტიტუტებს (სკოლა, უნივერსიტეტი, ეკლესია, სამსახური, ოჯახი) ეკუთვნის.
სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ, serendipity-ის საკუთარ თავში გამომუშავება შესაძლებელია და ეს უნარი ადამიანის ცხოვრებაში საგრძნობლად გაზრდის ან სულაც შემოიტანს სიხალისესა და სიმსუბუქეს.
იმედისმომცემი, ლამაზად დაწერილი სტატიაა უცნაური ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ, რომელსაც ლინგვისტური შესატყვისიც კი არ გააჩნია უამრავ ენაზე. აუცილებლად წაიკითხეთ. გახალისდებით და ამაღლებული შინაარსებით გამდიდრდებით.
* * *
აგერ კიდევ:
http://www.theatlantic.com/health/archive/...al-life/391319/გადაჭარბებული ოცნება (excessive daydreaming) ფსიქეს მდგომარეობაა, როცა ადამიანს საკუთარი ფიქრები ისე ძლიერად და დიდი ხნით იტაცებს, რომ, ზმანება მას ხელს უშლის ცხოვრების ყოველდღიურ საქმიანობასთან ადაპტაციაში. გადაჭარბებული ოცნება ხშირად გამოწვეული ტრამვული გამოცდილებით ადრეულ ბავშვობაში და ფსიქოლოგიური დაცვის მექნიზმ - დისოციაციასთან - ბევრი საერთო აქვს. თუმცა, ზმანების განსაკუთრებული უნარი და მოთხოვნილება ადამიანში შემოქმედებით მაღალ მუხტთან ასოცირდება და ბევრისათვის მიუღწეველად სასურველია.
ზოგადად ადამიანების პოპულაცია ოცნების ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, ასევე ზმანებაში წარმოსახული ხატების სიმკვეთრითა და დამარწმუნებლობით, სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა. თუ თქვენ ბავშვობაში ხშირად მიგითითებდნენ, რომ, "პირდაფჩენილი დადიხართ" , "თავი ღრუბლებში გაქვთ შერგული" ან "ამქვეყნად არ ხართ", თქვენ სწორედაც მეოცნებეების ჯგუფს მიეკუთვნებით და ამაში ცუდი არაფერია.
ზმანებისკენ თქვენი მიდრეკილება კლინიკურად გადასამოწმებელი იმ შემთხვევაში ხდება, როცა თავში წარმოსახული სამყაროებთან კომფორტულად ყოფნის ხარჯზე თქვენი ცხოვრება ზიანდება. ცხოვრების დაზიანების ფაქტი და ხარისხი კი მხოლოდ თავად თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ. ნაცნობ-მეგობართა და ოჯახის წევრთა აზრი ამ შემთხვევაში შეიძლება გულწრფელი და საინტერესო, მაგრამ ნაკლებად ყურადსაღებია.
* * *
ბარემ გავასამებ, ოღონდ ეს უკვე მძიმეა ძალიან:
http://bigthink.com/videos/vincent-felitti...hildhood-traumaბავშვობაში გადატანილი ტრავმა პასუხისმგებელია ზრდასრულ ასაკში მთელ რიგ ფიზიკურსა და ფსიქიკურ დარღვევებზე. "ბავშვია და მალე დაავიწყდება" აზრი მცდარია. ტკივილი ბავშვებს ფაქტის სახით ავიწყდებათ, თუმცა ის სახეცვლილი, საშიში ფორმით რჩება მათ ფსიქეში და თავს ყოველდღიურ ქცევასა თუ აზროვნებაში ახსენებს.
ავტორებმა იკვლიეს რამდენიმე კატეგორიის ზრდასრულ ადამიანთა ჯგუფი ბავშვობაში გადატანილი არაორდინალური, მძიმე გამოცდილებებით, როგორებიცაა:
1. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ( გაუპატიურება, სხეულის ინტიმურ ადგილებზე შეხება, ფიზიკური საზღვრების ეროტიკული ფორმით დარღვევა და ა.შ.)
2. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი (ოჯახში ბავშვის ცემა, სილის გაწვნა, სხვა ფორმით ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენება),
3. ემოციური ძალადობა (შეურაცხყოფა, დამცირება, დაშინება, მისი პიროვნების მნიშვნელობის დაკნინება, იგნორირება),
4. ფსიქიკური დიაგნოზის, ან დეპრესიის მქონე მშობელი,
5. ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობელი.
6. განსაკუთრებით აღსანიშნავი და ტრავმულია ისეთ ოჯახში აღზრდა, როცა დედას აშინებენ, ამცირებენ და ცემენ.
7. როცა ერთ ერთი მშობელი ციხეშია.
8. მშობელი სუიციდალურია ან ქრონიკულად ავადმყოფობს.
9. ოჯახში არც ერთი ბიოლოგიური მშობელი არ არის.
სამწუხაროდ, საშუალო კლასის ყოველი მე-11-ე ადამიანის ბიოგრაფიაში მოიძებნება სულ მცირე 6 ზემოთჩამოთვლილი თავისებურება. ეს ძალიან მაღალი პროცენტია და ამ ტრავმული გამოცდილებების გავრცელებულობაზე მეტყველებს.
ეს ადამიანები 4600% ით მეტი ალბათობით იყენებენ ნარკოტიკს და 300% ის მეტი ალბათბით ცდილობენ თვითმკვლელობას, ვიდრე ამ გამოცდილების არ მქონე ადამიანები.
ავტორი აქვე ხსნის 2 მექანიზმს, თუ როგორ განაპირობებს ბავშვობაში გადატანილი მსგავსი ტრავმები ადამიანის თვითმკვლელობას, დეპრესიას, ნარკოტიკების მოხმარებას.
მექანიზმი 1.
ადამიანი იწყებს ალკოჰოლის, საკვების, ნარკოტიკული ნივთიერებების უკონტროლოდ მოხმარებას, რათა გაანელოს ტკივილი და დისკომფორტი, რომელსაც ბავშვობის დროს მიყენებული ტრავმები უქმნის. ეს მისი ტრავმასთან და ტკივილთან გამკლავების საშუალებაა.
მექანიზმი 2.
ხანგრძლივი, ქრონიკული შეუმსუბუქებელ-გამოუხატავი სტრესი, (chronic major unrelieved stress) ადამიანის ორგანიზმში იწვევს ანთებითი ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას (pro-inflammatory chemicals), რომელიც ადამიანის იმუნიტეტს ასუსტებს და მის დაუცველ სხეულს მრავალი დაავადების სათარეშოს ხდის.
ყველაზე დრამატული კი ალბათ არის ის დასკვნა, რომელსაც ავტორი ინტერვიუს ბოლოს აკეთებს:
ზემოთჩამოთვლილი ტრავმებიდან 6 მაინც თუ აქვს ადამაინს ბავშვობაში გადატანილი, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სავარაუდოდ 20 წლით ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ამ გამოცდილებების არ მქონე მისივე თანატოლი ადამიანებისათვის.
ბავშვის აღზრდა ყველაზე სათუთი და სარისკო საქმიანობაა, რასაც შეიძლება მოვეკიდოთ. ამ და სხვა კვლევების მიხედვით ჩვენს მიერ ბავშვზე ზრუნვაში დაშვებული "შეცდომები" მათ არა მხოლოდ უბედურებსა და ავად მყოფებს ხდის, არამედ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ, ჩვენს შვილებს პირდაპირი მნიშვნელობით მომავალში ვკლავთ.
მოკლედ ეს მესამე მემგონი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამომივიდა (ბავშვის აღზრდა), და მემგონი თემის ავტორისთვის საინტერესო უმრავლესი პრობლემების მიზეზი აქ უნდა ვეძიოთ