ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ კახი მამულაშვილის საქმის პროკურორის გიორგი დავითაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, საპროცესო შეთანხმებაზე დაცვის მხარესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის წინასწარ ვერ იტყვის, გაუფორმდება თუ არა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება.
„საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. გაუფორმდება თუ არა მამულაშვილს საპროცესო შეთანხმება. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და რა შედეგით დასრულდება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, საქმის მიმდინარეობა გვიჩვენებს“, - განაცხადა პროკურორმა.
გიორგი დავითაშვილმა ისაუბრა იმ საფუძველზე, რის მიხედვითაც პროკურატურა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაეთანხმა.
„ეს იყო ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ასევე, ის გარემოება, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ. დაეხმარა გამოძიებას. აღარ არსებობდა, მისი, როგორც ბრალდებულის მიმალვის საფრთხე , მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ჩავთვალეთ, რომ გირაო 15 000 ლარი, სრულად უზრუნველყოფდა აღკვეთი ღონისძიების მიღების და საფუძვლის შესრულებას.
ამასთან ერთად, ბრალდებულს დაევალა, სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს პასპორტი და პირადობა, ასევე, ყოველ 10 დღეში, გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში“, - განაცხადა გიორგი დავითაშვილმა.
რაც შეეხება მამულაშვილის, იგივე „მამულიჩას“ სასამართლო პროცესს, არსებითი განხილვა 19 ოქტომბრისთვის გადაიდო.
ადვოკატმა ცისმარი ონიანმა სხდომის გადადების შუადგომლობა დააყენა.
მისი თქმით, ის საქმეში დღეს ჩაერთო და სჭირდება გონივრული ვადა, რათა ბრალდებულთან პოზიციები ჩამოაყალიბოს და საქმის მასალებს გაეცნოს.
აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლეც დაეთანხმა და სხდომა 19 ოქტომბრისთვის გადადო.
პროცესი 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
http://www.info9.ge/samarthali/129213-mamu...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo