http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...eli-mokles.htmlთელავში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრენისუსის" კორესპონტენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლთან ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ბექა აბულაძეს ავტომატიდან ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის, ოთარ აბულაძის თქმით, მკვლელობა შესაძლოა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.
ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის თელავის ყველა გასასვლელი კონტროლდება, საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რეიდს ახორციელებს.