ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება საქართველოში მცხოვრებ ღარიბებს რომ დაურიგოს, თითოეულს 13 750 დოლარი შეხვდება. ასეთ დაანგარიშებას Bloomberg–ის შედგენილი „რობინ ჰუდის“ ინდექსი შეიცავს, რომელშიც, 42 ქვეყანას შორის საქართველოს ერთერთი მაღალი, 11–ე ადგილი უკავია.
Bloomberg–მა ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს „რობინ ჰუდებს“ შორის დაასახელა
„რობინ ჰუდის ინდექსში“ ქვეყნები ნაწილდება იმის მიხედვით, თუ რა თანხას მიიღებდა საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენის თითოეული წარმომადგენელი იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ანუ „რობინ ჰუდი“ მათ მთელ თავის ქონებას დაურიგებდა.
პირველ ადგილს რეიტინში კვიპროსი, შვედეთი და ტაივანი იკავებენ. კვიპროსის მცირერიცხოვანი ღარირები ნავთობის მაგნატ ჯონ ფრედრიქსენისგან 45 980 ათას დოლარს მიიღებდნენ. IKEA–ს მესაკუთრის ინგვარ კამპრადის ქონება კი თითოეულ ღარიბ შვედს 33 ათას დოლარს მოუტანდა.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე განთავსდნენ ინდოეთი, ნიგერია, ჩინეთი და ინდონეზია.მაგალითად, Alibaba–ს ხელმძღვანელმა ჯეი მამ რომ ჩინელ ღარიბებს მთელი თავისი 19 მილიარდიანი ქონება დაურიგოს, თითოეული მხოლოდ 234 დოლარს მიიღებდა.
რუსეთი რეიტინგში 32–ეა. ალიშერ უსმანოვის ქონების ღარიბებზე განაწილების შედეგად თითოეული ღარიბი 1029 დოლარს მიიღებდა. უკრაინა რეიტინგში რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს – იქ აღნიშნული ინდექსი 1057 დოლარს შეადგენს, „რობინ ჰუდად“ კი რინატ ახმეტოვი გვევლინება.
ბილ გეითსის მიერ საკუთარი ქონების დარიგების შემთხვევაში თითოეული ღარიბი ამერიკელი 1736 დოლარს მიიღებდა.
http://www.commersant.ge/index.php?m=5&new...=27145&cat_id=7