სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის დახმარების მოწოდებით ცრუ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა. ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით: „ტკბილი ხარ შენ, უფალო“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია და დახმარება ესაჭიროება. გვერდის ადმინისტრატორი საზოგადოებას მოუწოდებს, თანხა მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხონ. პოსტს არაერთი გაზიარება და კომენტარი აქვს.12047377_10153215890644779_1379519537_n
„გთხოვთ ყველას, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ პოსტს… ეს ბიჭი გიორგი ანწუხელიძეა, გმირი, რომელიც წამებით მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, დედა გარდაეცვალა გულის შეტევით. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, ერთად დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით, გიორგიმ ხომ ჩვენ გამო საკუთარი სიცოცხლე გაწირა… დახმარების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ “თი-ბი-სი” ბანკის ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა“, – წერს ფეისბუქგვერდი და შესაბამის საბანკო ანგარიშს უთითებს.
http://kvira.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A...83%92%E1%83%98/ * * *
„კვირა“ დაინტერესდა, იყო თუ არა შეთანხმებული აღნიშნული შინაარსის პოსტის განთავსება გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან. „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშიც და ტექსტში გაჟღერებული მოწოდება მათ ოჯახთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად გავრცელდა. მაკა ჩიკვილაძის თქმით, ანწუხელიძეების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა შემთხვევით ნახა აღნიშნული მოწოდება და გვერდის ადმინისტრაციას მისწერა, რომ პოსტი აეღოთ ფეისბუქიდან. გვერდის ადმინისტრატორმა პოსტი წაშალა, თუმცა რამდენიმე დღეში იგივე ტექსტი კვლავ გაჩნდა მათ გვერდზე.
ჩიკვილაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ გიორგი ანწუხელიძის ოჯახს უკიდურესად უჭირს. მისივე თქმით, ის თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული და სათანადო ანაზღაურებას იღებს. ამასთან, უწყება გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარს ურიცხავს.
მიმაგრებული სურათი
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...