იყიდება სერიოზული სარენდერო/სათამაშო კომბო სოკეტ 1366 ზე Gigabyte GA-X58A-UD3R + Intel Core i7-960. ორივე დეტალი თავიდან ბოლომდეა დატესტილი და აბსოლუტურად უპრობლემოა, იდეალურ მდგომარეობაში. უფრო მეტიც დედაპლატაზე ერთი მტვრის ნატამალიც კი არ არის და ნამუშევრის საერთოდ არ ეტყობა რამე, თითქოს ქარხნიდან გამოშვების შემდეგ კაი ხნის განმავლობაში საწყობში ყოფილიყო შენახული, უკანა პანელი კი საერთოდ გაუხსნელია. დედაპლატა ერთერთი TOP სერიის მოდელია და ყველა იმ პროგრამული თუ დეტალური უზრუნველყოფითაა აღჭურვილი რაც TOP სერიის პლატას უნდა ჰქონდეს ამ სოკეტზე მათ შორის Sata 3, USB 3.0 და ა.შ. კითხულობს როგორც ჩვეულებრივ i7 ებს ისე 6 ბირთვიან და ქსეონის პროცესორებსაც ხოლო ვიდეოკარტები SLI ის ან CrossFire ის შემთხვევაში მუშაობენ X16 რეჟიმში და არა X8 ში, გარდა ამისა პლატას აქვს რაზგონის ძალიან სერიოზული პოტენციალი, ხოლო მისწრებაა მათთვის ვინც რენდერზე ან მსგავსი სახის პროგრამებზე მუშაობს. პლატას მოყვება უკანა პანელი, საბუთები და საინსტალაციო დისკი.
რაც შეეხება პროცესორს, პროცესორი არის 4 ფიზიკური ბირთვით, 8 MB ქეშით და 8 ნაკადით, რაც ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა კარგი სარენდერო თუ საგეიმერო სისტემისთვის.
გარდა ამისა პროცესორს აქვს რაზგონის ძალიან სერიოზული პოტენციალი, კარგი გაგრილებით თავისუფლად დგება 4.2 ზე, რითაც i7 3770 ის დონე ხდება. ბოლომდე წურავს დღესდღეობით არსებული, ფაქტიურად ნებისმიერი ვიდეოკარტის შესაძლებლობებს, იდეალურია გეიმინგისთვის, რენდერისთვის და მსგავსი სახის პროგრამებზე სამუშაოდ.
დედაპლატის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
http://www.gigabyte.ru/products/page/mb/ga-x58a-ud3r_20პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
http://ark.intel.com/ru/products/37151/Int...0-GTs-Intel-QPIფასი არც მეტი არც ნაკლები 550 ლარი
შესაძლებელია გაცვლაც უფრო სუსტ დეტალში თქვენგან თანხის დამატებით
მყიდველის სურვილისამებრ შესაძლებელია 4, 8, 16, 24 GB ოპერატიულის დამატება
გაყიდვისას კომბო დაიტესტება მყიდველთან ერთად
P.S იმედია თემაში უაზრო, კონტექსტიდან ამოვარდნილი, არაადექვატური შედარებები და პროფანური ცოდნის დემონსტრირებები არ იქნება




