https://www.facebook.com/permalink.php?stor...0473781&fref=nf"ახალ თაობასთან" საუბარში ვიცე–სპიკერი რესპუბლიკელებს ზედმეტ თავდაჯერებულობას უწუნებს და ურჩევს, წინასწარ შეეგუონ იმას, რომ მათ სიასაც ივანიშვილი დაწერს.
– რესპუბლიკური პარტია ზედმეტად არის თავის თავში დაჯერებული. მათ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნ სიის შედგენისას თავისუფლებას მისცემს. ისინი მხოლოდ იმ კანდიდატურების ჩასმას შეძლებენ, ვისაც ექს–პრემიერი მოიწონებს – აღნიშნავს დუმბაძე.
რესპუბლიკელებს ის ევროპის დაშანტაჟებაშიც ადანაშაულებს. დუმბაძე ამას თინა ხიდაშელის ზედმეტ ენერგიულობას უკავშირებს.
– თავდაცვის მინისტრს ბოლო დროს სკანდალური განცხადებები დასჩემდა. ულტიმატუმის ენით საუბარი მას დეპუტატობის დროსაც უყვარდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის რანგში ეს არ გამოადგება. ის ზედმეტად ენერგიულია, თინას შეუძლია დღე–ღამეში 24 საათი იმუშაოს. სულ სადღაც ეჩქარება. ნატოშიც სასწრაფო წესით უნდა შესვლა. ამიტომაც ამბობს, რომ თუ ვარშავის სამიტზე მაპს მივიღებთ, საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენ – აცხადებს დეპუტატი.
მურმან დუმბაძის განმარტებით, მისთვის კი გასაგებია ხიდაშელის სისწრაფე, მაგრამ ევროპელები ამას გაგებით არ მოეკიდებიან.
– ხიდაშელის ასეთი განცხადებებით ძალიან ჰგავს ულტიმატუმს, ის ევროპას აშანტაჟებს. ევროპელ ლიდერებს კი ასეთი ტონით საუბარი არ უყვართ. თითის ქნევით ნატოს ვერ შეაშინებ, ნატო თუ გვინდა, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა გავატაროთ, შანტაჟით ევროპას ვერ შევაშინებთ – ამბობს დუმბაძე.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის განმარტებით, ევროპას არ სურს, საქართველოს სათავეში პრორუსული ძალები მოვიდნენ, მაგრამ არც ამ არგუმეტის ფრიალი მოუტანს ხიდაშელს შედეგს.
– ხიდაშელი ამბობს, თუ ვარშავის სამიტზე მაპს ვერ მივიღებთ, პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენო. ეს არგუმენტი არ გაჭრის, რადგან პრორუსული ძალები პარლამენტში ისედაც მოსულები არიან და ეს თავდაცვის მინისტრმა ძალიან კარგად იცის. თუ არ იცის, შევახსენებ, რომ ასეთი ძალა კოალიციაში შემავალი სუბიექტი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოა" – ამბობს დეპუტატი.
ის ხიდაშელს დემოკრატიული პრინციპების დაცვას ურჩევს.
– თავდაცვის მინისტრი თავის განცხადებით დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს. მესმის, რომ რუსეთი დამპყრობელია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს წაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას რუსეთთან დიალოგი ავუკრძალოთ. პლიტიკურ სპექტრში არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტერიტორიებს რუსეთთან მოლაპარაკების დიალოგით დააბრუნებენ. რატომ არის ეს პრორუსულობა? პრორუსულობა ის იქნებოდა, მათ რომ ეთქვათ, პუტინის მონები ვართო. ასეთ რამეს კი არავინ არ ამბობს. ასე რომ ქალ–ნი თინა გაგებით უნდა მოეკიდოს ე.წ. პრორუსული ძალების არსებობას. აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია – აცხადებს მურმან დუმბაძე.
მოხვდებიან თუ არა პრორუსული ძალები პარლამენტში, ეს ვიცე–სპიკერმა არ იცის. სამაგიეროდ, დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გაუჭირდება.
– "ქართულ ოცნებას" ბევრი სირთულე ელოდება წინ და ეს საკუთარ თავს და უუნარობას უნდა დააბრალოს. დავესესხები გია ხუხაშვილს და გავიმეორებ, რომ ესენი არიან მაზოხისტები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხმა ზურგი შეაქციოს. ასე თუ გაარძელეს, არჩევნებს ვეღარ მოიგებენ – პროგნოზირებს დეპუტატი.
კითხვას, შეეცდება თუ არა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას, დუმბაძე ასე პასუხობს:
– გაყალბების გარეშე ხელისუფლებას არჩევნების მოგება გაუჭირდება, იმედი მაქვს ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. თვითმმართველობის არჩევნებზე გაყალბების ნიშნები უკვე ჩანდა. თუმცა ეს მითითება ზევიდან არ წამოსულა და ვიღაცეებმა ადგილზე მოინდომეს.
მურამან დუმბაძე "ქართულ ოცნებას" უფასო რჩევას აძლევს:
– არჩევნების მოგებას თითის ქნევა არ სჭირდება. ამისთვის დაპირებების შესრულება, სამუშაო ადგილების შექმნა და ლარის გამყარებაა საჭირო. ლარს ინვესტიციების გარეშე ვერ გაამყარებენ. ინვესტიციების ჩადებას კი ეს ხელისუფლება ეწინააღმდეგება. არაერთხელ ვთქვი, რომ 2013 წელში აჭარაში მრავლად ჩამოვიდნენ ინვესტორები და მილიარდ 800 მილიონის ჩადებას აპირებდნენ. ეს ხალხი შევახვედრე როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ პრემიერს. ინვესტორებს საქმის გაკეთების საშუალება არ მისცეს. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ამას ხელს ივანიშვილი უშლის, რომელიც თავად არის ბიზნესმენი და ეტყობა თავად უნდა ამ საქმიდან მოგება ნახოს – მიაჩნია დეპუტატს.
ესაუბრა ჟურნალისტი: შორენა მარსაგიშვილი.
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი