http://1news.ge/index.php?id=241სტერეოტიპების წინააღმდეგ - ირმა ინაშვილი მეჩეთში მუხლებზე 
ყველა სტერეოტიპი შეიძლება,ერთ ამოსუნთქვაში დაინგრეს. სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრევას უწყობს ხელს, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი მეჩეთში.
ოპონენტებს ინაშვილი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ისლამოფობიაში და რელიგიური შუღლის გაღვივებაში. ამ ბრალდებეს თავად ინაშვილი მუდმივად უარყოფდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ ინაშვილს ქსენოფობიაში ადანაშაულებდა.
ამის დასტურად მედიის განვითარების ფონდი 2015 წლის 13 აგვისტოს, „ობიექტივის“ ღამის სტუდიაში ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითებს:
„ირანელმა წაიღო ჩვენი მიწა, აიღო იჯარით, მრავალწლიანი იჯარით. მე ვარ იქ დასაქმებული და დალოცვილებო, ისე როგორ ვერ უნდა მოვუაროთ ჩვენ მიწას ან რა გახდა ესეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომ ამ ქართულ მიწაზე მეპატრონე ქართველი კაცი იყოს?... მოდი, აბა დავითვალოთ, იგივე საგარეჯოში რამდენი ათასი ჰექტარი აქვს ირანელებს აღებული და რამდენი ადამიანი ქართველი მონასავით მუშაობს იმ მიწებზე? საძოვრები, ვისი არის, საძოვრები?.. დიდი მადლობა, კი ბატონო, მაგრამ, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოყავთ უფასო მუშახელი.“
ან კიდევ ერთი ფრაზა ",,ბათუმის მოსახლეობის 95% ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია"
ინაშვილი ბრალდებების საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტიანები, თუ მუსლიმები,უპირველეს ყოვლისა, არიან ქართველები, ერთი სისხლი და ხორცი! ერთი სული და გული.
"იარლიყების მიწებებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან საზოგადოების იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართველმა საზოგადოებამ ფსევდო-ლიბერალი სექტანტები უწოდა და რომლებმაც შეგვაწუხეს ქსენოფობების, ჰომოფობების, თუ სხვა მსგავსი იარლიყებისმოწებებით." -აცხადებდა ინაშვილი.
დღეს კი ოპონენტების და ლიბერალური მედიის გასაკვირად, ინაშვილმა იორმუღანლოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„ჩემს მუსლიმ ძმებ და დებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთისადმი ადამიანის სიყვარული უნდა იყოს უსაზღვრო და უანგარო, რაც იბრაჰიმმა (აბრაამმა) გამოავლინა. ადამიანის გული სავსე უნდა იყოს უმანკო სიყვარულით ღმერთისა და მოყვასისადმი. აი, ამას აღნიშნავს ყუბან-ბაირამი და ამას ვუსურვებ, როგორც მუსლიმებს, ასევე, მართლმადიდებლებს: გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი მრწამსისა. გვახსოვდეს, რომ სიკეთე, ქველმოქმედება, ჩვენზე გაჭირვებული კაცის დახმარება ყველა მორწმუნის უპირველესი ვალია. ღმერთმა ძალა მოგვცეს, რომ ისე ვუერთგულოთ მას, როგორც იბრაჰიმმა, იგივე აბრაამმა“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ამსხვრევს თუ არა ირმა ინაშვილი მის წინააღმდეგ წარმოშვებულ სტერეოტიპებს ამას ყველაზე უკეთ დრო გვიჩვენებს.


.....................................
მაჯლაჯუნა ზომბქალა