მოკლედ რომ დავწერო შემდეგი რამ გადამხდა თავს, ბოლო სამი თვეა საშინელ სტრესში ვიყავი, უმოქმედობა, არაფერი ახალი, მოსაწყენი და დაძაბული ურთიერთობები, "გოგო" <-- აქ ბევრი რამ წერია

, პროფესიაზე და მომავალზე ფიქრი, აბიტურიენტობა და ასე შემდეგ. მოკლედ რაზეც არ უნდა მეფიქრა ბოლოში დაღვრემილი ვრჩებოდი. საბოლოოდ მივაღწიე ეგზისტენციალურ მდგომარეობას და დავიწყე უიმედოდ ფიქრი ხოოდაააამ უცაბედად გონება გამინათდა თითქოს ყველაფერს მივხდი

მივხვდი რომ საზოგადოებას ვეკუთნოდი, მე გამაჩნია ჩემი საკუთარი ღირებულებები და შეხედულებები, მსოფმხედველობა მაგრამ სოციუმს ვერ ვწყდებოდი და მივყვებოდი ჩვეულ რუტინას ისე როგორც გარემო მკარნახობდა მაგარამ ნურასუკაცრავად ეს ვუარყავი და გავიძახდი - " არ მჭირდება არავიზე შთაბეჭდილების მოხდენა! მე თავისუფალი ვარ ! " მივხვდი ზუსტად რა მინდოდა და თავი ყოვლისშემძლედ ვიგრძენი. ყველას ვისაც ჩემთვის ნეგატივი მოჰქონდა ყურაღებას ვეღარ ვაქცევდი. გავიდა რამდენიმე საათი და ისევ დეპრესიაში ჩავვარდი

მეორე დღეს ისევ ყველაფერი მეზარება და ვიხსენებ წინა დღის შეგრძნებებს, ვცდილობ გავიმეორო, ნწ არ გამოდის. ........ გამოვიდა, ისევ გამეხსნა ტვინი, მათემატიკის დავალებას რომელსაც 1 საათში ვაკეთებდი 20 წუთში დავამთავრე. მერე გიტარა ავიღე და catch the rainbow 76 წლის ლაივი, აქაც ყველაფერი გამომდიოდა, სიმღერაც კი გამომდის ჩემდა გასაკვირად. მოკლედ საკუთარი თავის მწამდა და მეგონა ყველაფერში მაგარი ვიქნებოდი რომ მომენდომებინა და დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა , იმიტომ რომ არაფერი მეზარებოდა..... მერე ისევ ვიგრძენი დაძაბულობა, შიში , არაფრის სურვილი აღარ მაქვს. უკვე გიჟს ვგავარ, ისევ ის შეგრძნება მინდა... ყველა მოქმედებას ვიმეორებდი რასაც "გათავისუფლების" შემდეგ ვაკეთებდი... ისევ დავიწყე კითხვა სარტრიზე, ოშოს გადავხედე, ვუსმენ შუბერტის სონატებს, ვფიქრობ კვანტურ მექანიკაზე

ააააააა.. აქ უკვე ვტირი.
ბოლოს ყველაფერი ციტრამონს დავაბრალე, "გათავისუფლებამდე" ნახევარი საათით ადრე 2 ტაბლეტს ვსვამდი.. ვვარაუდობ რომ კოფეინის ბრალია რომელსაც ციტრამონი შეიცავს.. გამოვცადე კიდევაც, 3 დაავლიეეე და დაველოდე.. ისევ ღმერთი ვარ მაგრამ 40 წუთში დრამატულად ვითრგუნები.
ჰოდა იმის თქმა მინდა რომ , დარწმუნებული ვარ ამ მდგომარეობის მისაღწევად კოფეინი და ბლაბლაბლა არ მჭირდება, უბრალოდ საკუთარ ტვინზე უნდა ვიფიქრო და მაქსიმალურად დავეხმარო. ვარჯიში, სწორი კვება , სიახლეები და ა.შ.
არც ისე ადვილია მაგრამ ყველას შეუძლია!და თუ რამე გვინდა ცხოვრებისგან მივიღოთ უბრალოდ ხელი უნდა გავანძრიოთ და მარტივად ავიღოთ. პ.ს ისევ დათრგუნული ვარ და არც კი ვიცი რისთვის ვწერ ამას.