#45830280 · 1 Oct 2015, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, სითი პარკის ჯარიმა მივიდა ბინაში სადაც მე ვარ ჩაწერილი, იქ არ ვცხოვრობ და შესაბამისად დამირეკეს და ვუთხარი რო ჩემს ახალ მისამართზე მოეტანათ და იქ არ დაეტოვებინათ. მეორედაც იქ მიუტანიათ და იმის გამო რომ ბინაში მაცხოვრებლებმა არ ჩაიბარეს , მიაკრეს კარებზე რაღაცნაირად. ანუ ჩათვალეს რო ჩამბარდა.
მაინტერესებს ითვლება თუ არა ეს ჩაბარებად და ჩემი ხელმოწერის გარეშე, ეს ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა 150 ლარამდე. ან ჯარიმის გაზრდაზე ვინაა პასუხისმგებელი? სითი პარკი ზრდის თავისი შეხედულებისამებრ და თუ გაზარდა ცალკე უნდა ვუჩივლო თუ რამე სპეციალური ინსტანციაა სამაგისოდ.
პ.ს. სიტი პარკის ჯარიმებს არ ვიხდი უკვე ერთი წელია შეგნებულად, მას მერე რაც 2 ჯერ , აბსოლუტურად უკანონოდ წაიყვანეს ჩემი მანქანა საჯარიმოზე. (მაშინ მომიწია 2ჯერ 70 ლარის გადახდა და ჩავთვალე რო მომავალი 2 წლის საფასური გადავუხადე სითიპარკს).
მადლობთ წინასწარ
|