„პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“
დაახლოებით 5 თვის წინ, ახალციხის მერმა ადმინისტრაციული შენობა დააზღვია, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო. მერმა გიორგი კოპაძემ შენობა სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ 4 000 ლარად დააზღვია. საგულისხმოა, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მისივე შვილი, ელგუჯა კოპაძეა. ინფორმაცია ამის შესახებ მერიასა და კომპანიაშიც დაადასტურეს.
თუმცა, ახალციხის მერია მალე უნდა გადავიდეს საგანგებოდ მისთვის გარემონტებულ შენობაში. მანამდე კი ადმინისტრაცია დროებით არის შეხიზნული შენობაში, რომელიც მერმა, გიორგი კოპაძემ დააზღვია. იურისტების შეფასებით, საქმეში კორუფციული გარიგებისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.
„როცა შენობა შენს ბალანსზე არ არის, მაშინ შენობის დაზღვევისა და თანხის გადახდის უფლება არ გაქვს. სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ამ შემთხვევაში მერს უფლება არ ჰქონდა ხელშეკრულება „უნისონთან“ გაეფორმებინა. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, თუ ხელშეკრულებას ხელს სამეთვალყურეო საბჭო მოაწერდა. რამდენადაც ვიცი, მუნიციპალიტეტებში სამეთვალყურეო საბჭოები არ არის. ამ ხელშკრულების დადების წინაპირობა თავიდანვე არ არსებობდა. საქმეში სერიოზული კორუფცია იკვეთება. მერია ფულს იმაში იხდის, რაც მისი საკუთრება არ არის, ხოლო სადაზღვევო კომპანია აზღვევს იმ შენობას, რომლის უკან უფლებამოსილი პირი არ დგას. ორივე მხრიდან დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურა ამ საქმით თუ დაინტერესდება, ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები შეექმნება“, - ამბობს bpn-თან საუბარში იურისტი ციალა რატიანი.
http://www.bpn.ge/finansebi/15544-ararsebu...html?lang=ka-GEდიდი ამბავი 2 კაპიკი თუ აშოვია შვილს
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org