#48769156 · 9 Sep 2016, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით! რეფლექსიის შედეგად ერთი დასკვნამდე მივედი, რომლის თქვენთან გაზიარების სურვილი მაქვს. ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდია ადამიანში კომუნიკაციის მოთხოვნილება; თუ რაოდენ დიდი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში ურთიერთობებს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისათვის, დარწმუნებული ვარ, თავად ცხოვრებასთან ასოცირდება და მოიცავს. ერთი სიტყვით, ადამიანს როგორც ფიზიოლოგიური, სექსუალური, თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები მეტ-ნაკლებ აქვს, ისევეა კომუნიკაციის შემთხვევაშიც. თუმცა XXI საუკუნეში კომუნიკაცია ორ ტიპად გვევლინება, ესენია: რეალური კომუნიკაცია; მიმოწერითი კომუნიკაცია. ორივე სრულიად სხვადასხვა ცნებას მოიცავს, და ერთის დაკმაყოფილებით მეორე არ კმაყოფილდება და პირიქით. ამაზე მეტყველებს სოციალური ქსელების, მიმოწერითი App-ების, სმარტფონის იქნება თუ კომპიუტერის დღევანდელი პოპულარიზაცია. ხოლო რა განასხვავებებია ამ ცნებებს შორის, რატომ ვერ ხდება ერთით მეორეს დაკმაყოფილება და ა.შ. ძალიან დიდი დრო სჭირდება ამის ახნას, და რამდენიმე წინადადებაში ვერ ჩავატევ, ამიტომ თავს შევიკავებ.
|