ვაი ამის პატრონს
http://primetimenews.ge/%E1%83%96%E1%83%A3...83%98%E1%83%A8/ზუგდიდის გამგებელი, ედიშერ თოლორაია პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს
სექ 23, 2015
ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეა, დეპუტატობაზე უარს ამბობს.
როგორც თოლორაია აცხადებს, ის არჩეული გამგებელია, პატივს სცემს თითოეული ამომრჩეველს და რჩება გამგებლის თანამდებობაზე. ამასთან, თოლორაიასთვის უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს პარლამენტში, თუმცა ნებისმიერ კანდიდატს წარმატებას უსურვებს.
დავით საგანელიძე, რომელიც დღეს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა, პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა და მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. თოლორაიას უარის შემთხვევაში, შემდეგი კანდიდატი, ვინც საგანელიძე უნდა შეცვალოს, ვლადიმერ აჩბაა.
პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ ცესკო-მ უნდა განიხილოს და შემდეგ კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს.