ისე მჭირდებიი როგორც წყალი უდაბნოშიი,
როგორც ღატაკს ორი გროში,
როგორც ჯარი სამეფოში,
როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლში,
ისე მჭირდები როგორც ცას - ფერი ლური,
როგორც ნიკო ფიროსმანს ფუნჯი,
როგორც ტაოს არტანუჯი,
ანდა როგორც ფერეიდანს - გურჯი,
ისე მჭირდები როგორც ცეცხლს ნაპერწკალი,
როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი,
როგორც წისქვილს - აღმოსავლეთის ქარი,
როგორც ხელოვნებას სალვადორ დალი,
ისე მჭირდები როგორც სამყაროს ალიონი,
როგორც საქართველოს კავკასიონი,
როგორც პოეზიას გალაქტიონი,
როგორც ღამის თბილისს - ლამპიონი