Twitter.Com-ზე გახსნილი თემა ძაან მომეწონა და გადავწყვიტე იგივე თემა Google+ დავუთმო ( დროა ამ სოციალურ ქსელსაც დავეცეთ

)
პირველ რიგში გეტყვით რომ თითქმის ყველა Google+ -ის ექაუნთი მიბმულია youtube.com-ზე. მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელი არ არსებობს, რომელიც იუთუბს დღეში რამოდენიმეჯერ არ სტუმრობს, ეს კი ჩვენთვის ძალიან კარგია და რატომ : რომელ მომხმარებელსაც "მეგობრობას გავუგზავნით' youtube-ზე ნოტიფიკაციის სახით მიუვა, რომ დავიმეგობრეთ და უყურადღებოთ არ დარჩება ჩვენი გზავნილი.
plus.google.com შედით საიტზე...
მარცხენა მხარეს წერია HOME და ფეისბუქის ენაზე რომ გითხრათ, ეს არის თაიმლაინი. აქ ნახავთ თქვენი მეგობრების მიერ დადებულ სიახლეებს.
შემდეგ ჩამოშალეთ HOME და დაინახავთ profile, ეს არის ჩვენი პროფილი, სადაც შეგვიძლია დავაყენოთ პროფილის ფოტო და ქავერი, აქედან დაამატებთ პოსტებს და მგონი მარტივად გაერკვევით ყველაფერში

შემდეგ ვიწყებთ აქტიური "გვერდების" ძებნას და ნახავთ, რომ აქტიური გვერდების ყველა პოსტის ბოლოს ჩანს ის ხალხი რომელმაც +1 დაუწერა ამ პოსტს ( ანუ დაალაიქა ) და მაუსის დაჭერით ამ ხალხის ლისტს გამოგვიტანს, საიდანაც დავიწყებთ მათ დამატებას.
ჩვენ შეგვიძლია დავიმატოთ მაქსიმუმ 5000 მეგობარი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ერთ დღეში თორე გუგლი ბიძია დაგვსჯის 24 საათით. მეც თქვენთან ერთად ვიწყებ მუშაობას და ერთად შევამოწმოთ დღიური ლიმიტი. უცხოური ფორუმები გადავქექე და დღიურ ლიმიტად 600-700 მეგობრის დამატებას ასახელებენ.
როგორც გითხარით, მეც თქვეთან ერთად ვიწყებ ამ ქსელში მუშაობას და ნელ-ნელა გავერკვიოთ ყველა წვრილმანში...
ეს არის 3 საათის შედეგი) 245 კაციდან 43 ფოლოვერი

მგონი მშვენიერი შედეგია

+ პოსტები მომიწონეს და 1-2 კომენტარი დამიტოვეს

მოკლედ წარმატებები და კითხვა-პასუხის არ მოგერიდოთ !
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)