უცხოეთში ძალიან ხშირია როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს "ძვირფასო"-თი მიმართავს.
არ ვიცი საქართველოში ეს ეხლა რამდენად გავრცელებულია.
საერთოდ როგორ მიმართავთ ხოლმე თქვენს სიყვარულს?
ყოველთვის სახელს ეძახით?
რამე მოსაფერებელი სახელები გაქვთ ერთმანეთისთვის დარქმეული?
იქნებ სასაცილო მეტსახელებსაც ეძახით.
საინტერესოა რამდენად გავრცელებული ძვირფასო, საყვარელო და ასე შემდეგ საქართველოში.
პ.ს მე როცა კარგ ხასიათზე ვარ დათუნიას ვეძახი.
როცა გამაბრაზებს მაშინ სახელს.
მეც მაქვს 2-3 მეტსახელი შერქმეული ,მარა აქ ვერ დავწერ, მრცხვენია